140
რედაქტირება
(საშა) |
მ (188.129.198.34-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია) |
||
{{ინფოდაფა მწერალი
| სახელი = გოდერძი ჩოხელი
| სურათი= Goderdzi Chokheli.jpg
| ფოტოს_სიგანე = 190px
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი =
| დაბადების თარიღი = [[2 ოქტომბერი]], [[1954]]
| დაბადების ადგილი = სოფელი [[ჩოხი]], [[დუშეთის მუნიციპალიტეტი]]
| გარდაცვალების თარიღი = [[16 ნოემბერი]], [[2007]]
| გარდაცვალების ადგილი = [[თბილისი]]
| საქმიანობა = მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი
| ეროვნება = [[საქართველო|ქართველი]]
| პერიოდი = 1980-2007
| ჟანრი = [[ეპიკური]], [[დრამატული]], [[ტრაგიკულ-სატირული]]
| თემატიკა = ათი მცნების თემატიკა
| მიმდინარეობა = [[რეალიზმი]]
| დებიუტი = „წერილი ნაძვებს“, 1977
| magnum_opus = „ადამიანთა სევდა“, 1984
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
| საიტი =
| სქოლიო = http://lib.ge/authors.php?95
}}
'''გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი''' (დ. [[2 ოქტომბერი]], [[1954]] — გ. [[16 ნოემბერი]], [[2007]]) — ქართველი [[მწერალი]], [[სცენარისტი]] და კინორეჟისორი.
==ბიოგრაფია==
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, [[დუშეთის რაიონი]]ს სოფელ [[ჩოხი|ჩოხში]]. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა [[ფასანაური]]ს საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა [[შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში]], კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „[[ქართული ფილმი|ქართულ ფილმში]]“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ''წერილი ნაძვებს''. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ''ბინდისფერი სოფელი'', ''თევზის წერილები'', ''შემინახე,დედაო მიწავ!'', ''სულეთის კიდობანი'', ''არჩევნები სასაფლაოზე''. ლექსების კრებული ''ბედი მდევარი'', მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ''შავი არაგვი'', რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ''მგელი'', და ''მღდვლის ცოდვა''.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ''ნამეხარი მუხა'', ''ადგილის დედა'', 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
==წიგნები==
* „ბაკურხეველი ხევსური“ – 1980
* „წერილი ნაძვებს“ – 1980
* „ბინდისფერი ხეობა“ – 1981
* „ადამიანთა სევდა – 1984
* „მგელი“ – 1988
* „თევზის წერილები“ – 1989
* „მღვდლის ცოდვა“ – 1990
* „შემინახე, დედაო მიწავ“ – 1991
* „ბალახის ცხოვრება“ – 1997
* „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“<ref>[https://archive.is/20130910064735/my.opera.com/lakbe/blog/show.dml/93103512 გაიხარე, მკითხველო, წამებულო... (გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველების წიგნი)]</ref>(164 რჩეული ნოველა), რედაქტორი [[მიხო მოსულიშვილი]], მხატვარი [[ლევან ხარანაული]], გამომცემლობა "გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი", თბ. 2013 წ. ISBN 978-9941-0-5805-9
==ფილმოგრაფია==
*''[[ადგილის დედა (ფილმი)|ადგილის დედა]]'' (1976)
*''[[ბაკურხეველი ხევსური]]'' (1980)
*''[[ადამიანთა სევდა]]'' (1984)
*''[[წერილი ნაძვებს]]'' (1986)
*''[[აღდგომის ბატკანი]]'' (1988)
*''[[უცხო (1988 წლის ფილმი)|უცხო]] ''(1988)
*''[[თეთრი დროშა (1989 წლის ფილმი)|თეთრი დროშა]]'' (1989)
*''[[ცოდვის შვილები]]'' (1989)
*''[[სამოთხის გვრიტები]]'' (1997)
*''[[ლუკას სახარება (ფილმი)|ლუკას სახარება]]'' (1998)
*''[[მიჯაჭვული რაინდები]]'' (1999)
*''[[სიყვარულის ცეცხლი]]'' (2003)
==პრიზები==
* გრან–პრი ფილმისათვის "აღდგომა", ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.
* "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის "ცოდვის შვილები" მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.
* იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.
* პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე – 1992 წ.
* გრან პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "სამოთხის გვრიტები" – 1997 წ.
* პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "ლუკას სახარება" – 1998 წ.
==ჯილდო==
* საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისათვის "ცოდვის შვილები" – 1991 წ.
== რესურსები ინტერნეტში ==
{{მინიდაფა
|პორტალი = ბიოგრაფიები
|ვიქსიკონი =
|ვიკიწიგნები =
|ვიკიციტატა = გოდერძი ჩოხელი
|ვიკიწყარო =
|ვიკისახეობები =
|ვიკისიახლეები =
|ვიკისაწყობი =
|მეტავიკი =
}}
* [http://lib.ge/chojeli-goderdzi/ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები] [[Lib.ge]]-ზე.
* [http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=232 ფილმოგრაფია].
* [http://www.imdb.com/name/nm0158918/ ჩოხელის ფილმები IMDb ბაზაში].
* [http://home.ner.ge/?p=2221 გოდერძი ჩოხელის შემოქმედებანი ner.ge - ზე] - „ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა“.
* [http://mkitxveli.wordpress.com/2010/11/23/choxel/ „ჩოხელის 9 შეკითხვა სიყვარულზე“ ქართულ ბლოგში].
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
{{DEFAULTSORT:ჩოხელი, გოდერძი}}
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია:ქართველი სცენარისტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1954]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2007]]
|