თეოდორ ობერლენდერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
 
==ობერლენდერი და [[საქართველო]]==
ობერლენდერმა 6 ენა იცოდა და დაინტერესებული იყო აღმოსავლეთ ევროპის საკითხით. [[1938]] წელს ადმირალმა [[ვილჰელმ კანარისი|კანარისმა]] იგი აბვერში მიიწვია. ობერლენდერის აზრით [[გერმანია]] იმ შემთხვევაში გახდებოდა დიდი სახელმწიფო თუ კაცობრიობას მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევდა და მსოფლიოს [[ბოლშევიზმი]]სგან იხსნიდა. მაგრამ ნაცისტები მის შეხედულებებს არ იზიარებდნენ. [[1941]] წლის [[30 ივნისი|30 ივნისს]], როდესაც უკრაინული ბატალიონი ნაჰთიგალი (გერმ...ბულბული) [[ლვოვი/|ლვოვში]] შევიდა, უკრაინელებმა მაშინვე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ობერლენდერის წინააღმდეგობის მიუხედავად მეორე დღეს [[გესტაპო]]მ ({{lang-de|Gestapo}}) უკრაინული მთავრობის ყველა წევრი დააპატიმრა და დახვრიტა. ობერლენდერზე კი თვალთვალი დააწესა. კანარისმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა ხელქვეითის დახსნა. მალე "ნაჰთიგალის" შემქმნელი "ბერგმანის" (მთის კაცი) მეთაურად დაინიშნა - ასე ერქვა ქართველი ტყვეებით დაკომპლექტებულ ქვედანაყოფს. როცა გერმანული არმია [[კავკასია]]ს მიუახლოვდა, დღის წესრიგში დადგა [[თბილისი]]ს დაბომბვის საკითხი. ობერლენდერი და რაინჰარდ გელენი ამას წინ აღუდგნენ, მოახერხეს გერმანული სარდლობის დარწმუნება, რომ თბილისის დაბომბვა გერმანიას ზიანის მეტს არაფერს მოუტანდა. მალე ობერლენდერი "ბერგმანის" მეთაურის თანამდებობიდან გადააყენეს. გესტაპომ ის შინაპატიმრობაში აიყვანა. დაჭერას კი სასწაულით გადაურჩა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ ობერლენდერი დასავლეთ გერმანიაში დამკვიდრდა, სადაც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, იყო პარლამენტის დეპუტატი, მინისტრი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ემიგრაციასთან. პარლამენტის ტრიბუნიდან მან არაერთხელ ამხილა რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საქართველოში. ობერლენდერი მოესწრო გერმანიის გაერთიანებასა და საბჭოთა იმპერიის დაშლას.
- აღსრულდა ის, რისთვისაც ვიბრძოდი, - განაცხადა მან, - თუმცა ერთი ოცნება მაინც მაქვს. მსურს, თბილისში წავიდე და დამოუკიდებელი საქართველო საკუთარი თვალით ვნახო.
სამწუხაროდ, ამას აღსრულება არ ეწერა. გერმანიაში აღმოჩნდნენ ძალები, რომლებმაც უკვე მოხუც ობერლენდერს ომის დროს ებრაელთა ხოცვა-ჟლეტაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.- მე მართალი ვარ, - განუცხადა ჟურნალისტებს ობერლენდერმა, - და ამას დავამტკიცებ!