199 740
რედაქტირება
მ (46.49.93.252-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვ...) |
|||
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა [[ევგენი ევტუშენკო]]მ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
მუშაობდა ჟურნალ [[ცისკარი|"ცისკრის"]] პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "[[პიონერი (საქართველო)|პიონერის]]" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "[[დილა (ჟურნალი)|დილის]]" მთავარი რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო [[საქართველოს მწერალთა კავშირი]]ს თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.
მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია [[რუსული ენა|რუსულ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ]], [[გერმანული ენა|გერმანულ]], [[ფრანგული ენა|ფრანგულ]], [[ბულგარული ენა|ბულგარულ]], [[ჩეხური ენა|ჩეხურ]] და სხვა ენებზე.
=== გარდაცვალება ===
მუხრან მაჭავარიანი [[2010]] წლის 17 მაისს, თბილისში, [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის თეატრში]] პოეტ [[ფრიდონ ხალვაში]]ს ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2045027.html გარდაიცვალა მუხრან მაჭავარიანი]</ref>
პოეტი [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]] დაკრძალეს. მისი საფლავი [[ნოდარ დუმბაძე|ნოდარ დუმბაძისა]] და [[იაკობ ნიკოლაძე|იაკობ ნიკოლაძის]] საფლავების გვერდით მდებარეობს
=== ოჯახი ===
|
რედაქტირება