მუხრან მაჭავარიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
 
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა [[ევგენი ევტუშენკო]]მ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
 
მუშაობდა ჟურნალ [[ცისკარი|"ცისკრის"]] პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "[[პიონერი (საქართველო)|პიონერის]]" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "[[დილა (ჟურნალი)|დილის]]" მთავარი რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო [[საქართველოს მწერალთა კავშირი]]ს თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.
 
მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია [[რუსული ენა|რუსულ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ]], [[გერმანული ენა|გერმანულ]], [[ფრანგული ენა|ფრანგულ]], [[ბულგარული ენა|ბულგარულ]], [[ჩეხური ენა|ჩეხურ]] და სხვა ენებზე.
 
=== გარდაცვალება ===