ირაკლი ფარჯიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: აგრძელებს მუშაობას → განაგრძობს მუშაობას using AWB
(clean up, replaced: აგრძელებს მუშაობას → განაგრძობს მუშაობას using AWB)
}}
 
'''ირაკლი ფარჯიანი''' (დ. [[22 მაისი]], [[1950]], [[მესტია]], [[სვანეთი|ზემო სვანეთი]] - გ. [[22 დეკემბერი]], [[1991]], [[თბილისი]]), [[საქართველო|ქართველი]] [[ხელოვნება|მხატვარი]], [[პოეზია|პოეტი]]. [[საქართველოს ეროვნული ჯილდო]]სა და [[ფიროსმანის პრემია|ფიროსმანის პრემიის ლაურეატი]]. <ref>[http://www.gallery-omarchkhaidze.com/cgi/pre.cgi?title=A1&artist=1115 Gallery Omar Chkhaidze ]</ref><ref name="Goetheanum">Das Goetheanum, ტომი 71;ავტორები: Allgemeine Anthroposophische Gesellschaft (Dornach, Switzerland)</ref>
 
==ბიოგრაფია==
 
===პირველი წლები===
ირაკლიმ ხატვა მცირე ასაკიდან დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ მცირე ხანი მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა [[თბილისი|თბილისში]], რის შემდეგაც[[თბილისის სამხატვრო აკადემია| ხელოვნების აკადემიის]] სამხატვრო ფაკულტეტზე ჩააბარა. მცირე ხანში ოჯახმა [[მესტია]]ში საკუთარი სახლი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რაზეც ირაკლი მთელი ცხოვრება ნანობდა.
[[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიის]] ფერწერის ფაკულტეტზე ირაკლი [[1968]]-[[1974|1974 წლებში]] სწავლობდა. აქ ჩამოყალიბდა მისი მხატვრული სტილიც.
[[1980|80-იან წლებში]] კი, ის თვითონ იწყებს მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადებას და ამით საფუძველს უყრის მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.
 
მხატვარი [[1991|1991 წლის]] [[23 დეკემბერი| 23 დეკემბერს]], 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.<ref name="საიტი"/>
 
==შემოქმედება==
[[ფაილი:Irakli Pharjiani Boats.JPG|thumb|400 px|right|ირაკლი ფარჯიანის "გემები"]]
 
ირაკლი ფარჯიანი თავისი შემოქმედებით [[აბსტრაქციონიზმი|აბსტრაქციონისტი]] და იმაგინაციური [[რეალიზმი|რეალისტია]], თუმცა [[ნატურმორტები]]სა და [[პეიზაჟები]]ს ავტორიცაა.
 
{{ციტატა|სრულიად ახალგაზრდას შეურყია ჯანმრთელობა "ძლიერმა სენმა" ზეთის საღებავებით ხატვა მისთვის აღარ შეიძლებოდა მაგრამ არჩევანის წინაშე არც დაუყენებია საკუთარი თავი, არც ავადმყოფობას უწევდა ანგარიშს, პირიქით, ეპაექრებოდა კიდეც}} აღნიშნა საუბრისას ირაკლის მეუღლემ ქალბატონმა ასმათ ფარჯიანმა.
 
ირაკლი ფარჯიანის სურათები არსობრივად იმდენად დატვირთულია, ერთი მხრივ, თითქოს გასაგები, ახლო და ამავე დროს, მისტიურად გარინდებული, იდუმალი და ჰაეროვანი, რომ ძნელია ისინი მიუსადაგო სიტყვიერ აღწერას, სიტყვის კონკრეტულობას. მისი ნამუშევრები ერთნაირად მისაღებია, როგორც გათვითცნობიერებული ასევე უბრალო მაყურებლისათვის. ისინი ადამიანში განცდისა და ჭვრეტის სურვილს ბადებენ. ირაკლი ფარჯიანის [[ნატურმორტები]] უაღრესად გამომსახველია. მათი ემოციური ზემოქმედება ძალზე ძლიერია. ჩვენს წინაშეა უზოგადესი სამყარო.
 
ძნელია იფიქრო რაიმე კონკრეტულ სიუჟეტზე. გარინდებული, გამთლიანებული საგნები, მათში იგრძნობა შინაგანი მოძრაობა, ექსპრესია, რომელიც ამავე დროს მშვიდად აღიქმება. აქ გარემომცველ სამყაროს მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ინტერიერი ან ფონი, ეს სინამდვილეში აბსტრაქტული სივრცეებია.
ამგვარ კონტრასტულ ფერადოვან გარემოში გამოსახული ქალის და [[ძაღლი]]ს მუქი სილუეტები გამოირჩევა დახვეწილი გარაფიკულობით. მთლიანად ფრონტალური კომპოზიციური გადაწყვეტა სასურათო სიბრტყეზე თანმიმდევრულ ჩამოთვლა-დახასითების პრინციპს წარმოაჩენს; ყურადღებას იქცევს საზოგადოდ სურათის გადაწყვეტისას დეკორატიულობის და დაზგური ფერწერის გამოცდილების სინთეზი.
 
ირაკლი ფარჯიანის შემდგომ სურათებში: "შეხვედრა" (შექმნილი [[1980|1980 წელს]]), "დიდი თეთრი ნატურმორტი" (შექმნილი [[1981|1981 წელს]]), "ჭასთან" (შექმნილი [[1981|1981 წელს]]) "ბაღში" (შექმნილი [[1982|1982 წელს]]) - ნახატი კიდევ უფრო პირობითი, უფრო სტილიზებულია, ჩნდება მხოლოდ ფარჯიანისათვის დამახასიათებელი ნახევრადზღაპრულ პერსონაჟთა სახასიათო ტიპაჟი. <ref name="საიტი"/>
 
ფარჯიანი აგრძელებსგანაგრძობს მუშაობას სქლად ნაწერი ფერწერული აქცენტების და ფონების ესთეტიურად დახვეწილი შეხამებებით. მისი სურათებისათვის დამახასიათებელი, იდუმალი, იერატიული განწყობა კვლავ შენარჩუნებულია.
 
ირაკლი ფარჯიანის სურათები რთულ ასოციაციებს ბადებს: მათში საცნაური ხდება ქრისტიანული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული დეტალების ახლებური გააზრება, (მაგ. "ჯვარცმა", შექმნილი [[1985|1985 წელს]] )
49,737

რედაქტირება