აღსართან I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''აღსართან I''' ''გაგიკის ძე'', კახეთ-ჰერეთის მეფე (* [[1058]] ― [[1084]]). ებრძოდა გაერთიანებული საქართველოს მეფეს [[ბაგრატ IV | ბაგრატ IV-ს]] და ცდილობდა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ამ მიზნით აღსართან I [[1068]] ეახლა თურქ-სელჩუკთა [[სულთანი | სულთანს]] [[ალფ-არსლანი | ალფ-არსლანს]], აღუთქვა [[ხარაჯა]] და მისი დახმარებით დაიბრუნა ბაგრატ IV-ის მიერ წართმეული მიწა-წყალი. [[1073]] აღსართან I მიემხრო [[გიორგი II, საქართველოს მეფე | გიორგი II-ის]] წინააღმდეგ აჯანყებულ ივანე ბაღვაშს, ხოლო ივანეს მეორედ განდგომისას გიორგი II-ის მოკავშირე გახდა. [[1074]] წელს აღსართან I საქართველოს მეფეს ეხმარებოდა თურქ-სელჩუკთა სულთნის მელიქ-შაჰის შემოსევის ჟამს. მალე მელიქ-შაჰმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გიორგი II-ის სამფლობელოდ ცნო. 80-იან წლებში გიორგი II თურქ-სელჩუკთა ლაშქრით კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად გაემართა. აღსართან I-მა დახმარებისათვის იმავე მელიქ-შაჰს მიმართა, ეახლა მას და მიიღო ისლამი. სულტანმა კახეთ-ჰერეთი ამჯერად ისევ აღსართან I-ს დაუმტკიცა. ამით აღსართან I-მა შეძლო მცირე ხნით კიდევ შეენარჩუნებინა კახეთ-ჰერეთის სამეფოს დამოუკიდებლობა.
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1058]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1084]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აღსართან_I“-დან