გიორგი ნიკოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
80.83.133.10-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
{{მმ*|ნიკოლაძე}}
[[ფაილი:George Nikoladze.jpg|thumb|გიორგი ნიკოლაძე]]
'''გიორგი ნიკოლაძე''' (დ. 11 აგვისტო [[1888]] — გ. 5 თებერვალი [[1931]]) — [[საქართველო|ქართველი]] [[მათემატიკა|მათემატიკოსი]], მეტალურგი, [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] ერთ–ერთი დამაარსებელი, [[სპორტი|სპორტსმენი]] და [[სპორტი]]ს მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 13:
გიორგი ნიკოლაძეს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს [[მათემატიკა]]შიც. [[1927]] წელს შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას, რომელიც მან დაიცვა [[სორბონა|სორბონაში]] [[1928]] წელს, ხოლო [[პარიზი|პარიზში]] ცალკე წიგნად გამოვიდა. ამავე წლიდან [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] კითხულობდა სავალდებულო კურსს „ანალიზურ [[გეომეტრია]]სა“ და „დიფერენციალურ [[გეომეტრია]]ში“. ამ დარგში შექმნა პირველი სახელმძღვანელოები. ავტორია ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
გიორგი ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა [[საქართველო]]ში [[სპორტი]]ს პოპულარიზაციის საქმეში. [[1908]] წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე [[ბულგარეთი|ბულგარეთში]]. [[1912]] წელს [[პეტერბურგი]]ს გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე–6 მსოფლიო შეკრებაზე [[პრაღა]]ში. [[1913]] წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება [[დონბასი|დონბასში]], ხოლო [[1918]] წელს კი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება "შევარდენი" [[თბილისი|თბილისში]]. [[1923]] წლის [[28 აგვისტო]]ს მოაწყო [[ალპინიზმი|ალპინისტური]] ასვლა [[მყინვარწვერი|მყინვარწვერზე]], რამაც დასაბამი მისცა [[სსრკ|საბჭოთა]] ალპინიზმს. [[1924]] წელს დააარსა [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] მთამსვლელობა — მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში.
 
==რესურსები ინტერნეტში==