გიორგი ნიკოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
საჭიროებს წყაროს მითითებას
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}{{მმ*|ნიკოლაძე}}
[[ფაილი:George Nikoladze.jpg|thumb|გიორგი ნიკოლაძე]]
'''გიორგი ნიკოლაძე''' (დ. 11 აგვისტო [[1888]] — გ. 5 თებერვალი [[1931]]) — [[საქართველო|ქართველი]] [[მათემატიკა|მათემატიკოსი]], მეტალურგი, [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] ერთ–ერთი დამაარსებელი, [[სპორტი|სპორტსმენი]] და [[სპორტი]]ს მოღვაწე.
დაიბადა [[1888]] წელს [[დიდი ჯიხაიში|დიდ ჯიხაიშში]], ქართველი საზოგადო მოღვაწის, [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] ოჯახში. დაამთავრა [[პეტერბურგი]]ს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა [[მეტალურგია|მეტალურგიულ]] ქარხნებში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან მ. კურაკოვსა და ი. ბარდინთან. მონაწილეობდა [[დონეცკი]]ს აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში.
ხაზი 10:
 
გიორგი ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა [[საქართველო]]ში [[სპორტი]]ს პოპულარიზაციის საქმეში. [[1908]] წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე [[ბულგარეთი|ბულგარეთში]]. [[1912]] წელს [[პეტერბურგი]]ს გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე–6 მსოფლიო შეკრებაზე [[პრაღა]]ში. [[1913]] წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება [[დონბასი|დონბასში]], ხოლო [[1918]] წელს კი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება [[თბილისი|თბილისში]]. [[1923]] წლის [[28 აგვისტო]]ს მოაწყო [[ალპინიზმი|ალპინისტური]] ასვლა [[მყინვარწვერი|მყინვარწვერზე]], რამაც დასაბამი მისცა [[სსრკ|საბჭოთა]] ალპინიზმს. [[1924]] წელს დააარსა [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] მთამსვლელობა — მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
* {{Nplg ბიოგრაფია|00001486}}
 
{{ესკიზი-ბიო}}