დუდუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 134.249.55.243 ცვლილებების გაუქმება (№2594116)
No edit summary
ხაზი 9:
 
[[კატეგორია:ჩასაბერი საკრავები]]
მელოდიას ასრულებს ერთი მეზურნე - «უსტა» - ოსტატი; მეორე მეზურნე - «დამქაში» - მელოდიას ბურდონული ბანით მიჰყვება კილოს ძირითად საფეხურზე. მედოლე დახელოვნებული მომღერალიცაა. დუდუკის რეპერტუარი მრავალფეროვანია; ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სალაღობო, ლირიკულ, საცეკვაო მუსიკას. დუდუკი საქართველოში აღმოსავლეთ ქვეყნებიდან შემოვიდა XVII საუკუნეში, იგი ყარაჩოღელებისა და თავადიშვილების დროსტარების განუყრელი თანმხლები იყო. დუდუკი თანდათანობით განვითარდა და გამდიდრდა ქართული რეპერტუარით. ანსამბლმა განსაკუთრებით წარმატებას XX საუკუნის 30-იან წლებში მიაღწია, როდესაც ცნობილმა ხალხურმა მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მას მესამე დუდუკი დაუმატა. ამიერიდან დასტამ იწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. დუდუკს ისე როგორც ჩასაბერ საკრავთა ჯგუფის ყოველ წევრს, ახასიათებს განსაზღვრული აღნაგობა და ინტონაცია. დუდუკის ძირითად ინდივიდიალურ თავისებურებას საამო და გულში ჩამწვდომი ხმა წარმოადგენს. ამ თვისების გამო ეწოდებოდა მას «ტკბილი დუდუკი». მწერალ ვასილ ბარნოვის თქმით, იშვიათად თუ მოიძებნება დუდუკზე ტკბილი და ნაზსევდიანი ხმის მქონე ხალხური საკრავი რომლის კილო ასე ახლობელია ქართველი კაცისათვის, მაგრამ არა მარტო ტკბილ ხმათათვის შეიყვარა იგი ჩვენმა ხალხმა. კოლორიტული ქართული სიმღერა, წარსული ცხოვრებით დაღდასმული მისი ნაღვლიანი კილო, გამოძახილს ჰპოვებდა ტკბილი დუდუკის ჰანგებში. მის ხმებში აქსოვდა და ასახიერებდა ქართველი კაცი თავის გულის ნადებს, შინაგან განცდებს, ტკბილმა ტემბრმა და დიდმა გამომსახველობითმა ძალამ დუდუკი ხალხის საყვარელ მუსიკალურ საკრავად აქცია. დუდუკს ქართულ ხალხურ მუსიკალურ მემკვიდრეობაში მტკიცე და ღრმა ტრადიციები გააჩნია, ამას, სხვა მრავალ ფაქტთან ერთად, მისი დამზადების მაღალი კულტურაც მოწმობს. ამისსავე დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ დუდუკის გაუმჯობესება - დასრულება (სხვადასხვა ხმის მისაღებად საგანგებო საშუალებათა ძებნა), როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ, ქართველ მედუდუკეთა დაუცხრომელი ზრუნვისა და შემოქმედებითი ძიების საგანს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ძველ წერილობით წყაროებში ამ საკრავის რაობისა და წარმომავლობის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, არც სახელი - დუდუკი ჩანს. ამ მიმართებით გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციით მიმდინარე ზეპირგადმოცემებს და ხანდაზმულ პირთა ჩვენებებს. მაგალითად, 1935 წელს აკად. ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით შეკრებილ შინამრეწველობის ისტორიის მასალებში დაცულია 63 წლის ნიკო დავითნიძის ნაამბობი: «შიგნით კახეთში, სულ წინათ, ყოფილა გამწვარი ხე, აი როგორც სალამური, ეგეთი ყოფილა. იმას ჰქვიოდა დუდუკი, ის უკრამთ უწინა. იმ დუდუკს ჯერ არაფერი ჰქონია: აი, როგორც უენო სალამური იმ ჯურა ყოფილა. მერე იმ დუდუკისთვინა მაღლიდან ჩალები გაუკეთებია: პირში უკეთებდნენ იმ ჩალებს და იქიდან ჰბერამდნენ. იმას ჰქონდა მძიმე, შეწყობილი ხმა. მერე გააკეთეს ბოლობრტყელი დუდუკი და ზურნა დაუძახეს... დუდუკიდან მოუგონებიათ ზურნა... იმ ზურნას სტვირსაც ეძახიან და ვინც დაუკრამდნენ, მესტვირეებს ვეძახდით იმათა». დუდუკი და ზურნა სხვადასხვა საკრავია. «მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე საკრავი ენიანია, თუმცა სწორედ ეს ენაა, რომ განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან. პირველის ენა საგანგებოდ მზადდება ლერწმისაგან, მეორეს ენა (ყამიში) - სხვა ხასიათისაა. ისინი მოყვანილობითაც განირჩევიან. პირველს შვეტი, სწორად გაყვანილი გრძელი ტანი აქვს, მეორეს - კონუსისებური, ბოლოგანიერი. ორივე საკრავს 9-9 სახმო თვალი აქვს, რვა თვალი ზემოდან და თითო-ქვემოდან.» პირველიცა და მეორე მთხრობელიც ხაზს უსვამენ, რომ ეს საკრავები ხმის მიხედვითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დუდუკი «წმინდა ხმაზე იძახის», «დაბლად და ტკბილად უკრავს», ზურნა კი «მაღალ ხმაზე ჭყივის და მსმენელს აგულისებს». ამ ორი საკრავის შედარებისას მედუდუკეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თითოეული მათგანის მუსიკალურ ჟღერადობას. მათი თქმით დუდუკი «მიმქრალი», წმინდა წკრიალა ხმით ჟრერს და «ღუღუნებს», ზურნა მაღალი, მყიფე და გაბზარული ხმით «როშავს». ამის გამო, ეს საკრავები თავისი ფუნქციითაც განირჩევიან. დუდუკი, პირველყოვლისა, ლხინის სუფრის თანმხლებია. იგი მისი მშვენება და სამკაულია, ისე როგორც სტვირი. ქართული სერობისათვის ეს დამახასიათებელი მომენტი იყო. თვით ამ ნაშრომის ავტორი მოწმეა იმისა, რომ დუდუკი დღეობების, სიმღერა-თამაშის, ქორწილებისა და ლხინის განუყრელი თანმხლები იყო. ქართლში კერძოდ, სოფელ რუისში, სადაც ფერისცვალობის დიდი დღეობა იმართებოდა, გლეხი თუ აზნაური მედუდუკეთა სამეულის (დასტის) ჰანგების თანხლებით ატარებდა დროს და ილხენდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუდუკი“-დან