არყი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, removed: {{Link FA|mk}}, {{Link FA|ru}} using AWB)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
 
== გავრცელება ==
საქართველოში 5 სახეობაა. [[აჭარა]]-[[გურია]]ში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება მედვედევის არყი (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი [[მეგრული არყი]] (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; რადეს არყი (Betula raddeana) - კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო მეჭეჭიანი არყი (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.
 
არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს ([[არყნარი|არყნარებს]]) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის წვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.
194

რედაქტირება