სანდრო კანდელაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
| დაბსახელი =
| დაბთარიღი = [[6 ოქტომბერი]] [[1893]]
| დაბადგილი = [[ნიჩბისი]], ახლანდელი [[მცხეთამცხეთის მუნიციპალიტეტი]]
| მოინათლა =
| გაუჩინარების თარიღი =
ხაზი 77:
| შენიშვნები =
}}
'''ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი''' (დ. [[6 ოქტომბერი]] [[1893]], [[ნიჩბისი]], ახლანდელი [[მცხეთამცხეთის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[1859]], [[მცხეთა]]) — ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. ყმაწვილობაში მოჯამაგირედ იყო, შემდეგ მებორნედ მდინარე [[ქსანი|ქსანზე]]. მონაწილეობდა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. დემობილიზაციის შემდეგ [[მცხეთა]]ში მუშაობდა რკინიგზაზე, ზამთრობით კი [[თბილისი|თბილისში]] ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას „ქართველი გოლიათი“ უწოდა. თბილისში, ესიკოვსკის ცირკში, რეგულარული ჭიდაობა 1921 წლიდან დაიწყო. კანდელაკს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის: [[თევდორე კოჟემიაკინი]], [[ივანე ზაიკინი]], [[პაველ ზაგორუიკო]], [[გეორგ ლურიხი]].<ref>[http://www.sok.ge/ge/კანდელაკი-ალექსანდრე/ ალექსანდრე კანდელაკი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი]</ref> აღსანიშნავია ალექსანდრე კანდელაკისა და [[ივანე პოდუბნი]]ს შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს [[ბაქო]]ში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში კანდელაკმა გაიმარჯვა.<ref>[http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=13636 ალექსანდრე კანდელაკის ბიოგრაფიის საინტერესო დეტალები]</ref> 1921-1930 წლებში კანდელაკი უფრო [[კლასიკური ჭიდაობა|კლასიკურ ჭიდაობას]] მისდევდა და, თუმცა კლასიკური ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში: „[[ხანუმა]]“ (1926), „[[ჯანყი გურიაში]]“ (1928), „[[უკანასკნელი ჯვაროსნები]]“ (1933), „[[ქაჯეთი]]“ (1936), „[[მეგობრობა (ფილმი)|მეგობრობა]]“ (1940), „[[ქაჯანა]]“ (1941).<ref>[http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=179 სანდრო კანდელაკი — ეროვნული ფილმოგრაფია]</ref> დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. 1976 წელს [[მცხეთა]]ში გაიხსნა კანდელაკის ძეგლი, რომლის მოქანდაკე იყო ბ. ავალიშვილი.<ref>{{ქსე|5|364||არა}}</ref>
 
== ლიტერატურა ==
* ბარნოვი ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967;
* გეგენავა დ., ორი ფალავანი, თბ., 1967.
 
==სქოლიო==