ჯანდარის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
ხაზი 35:
ჯანდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს [[მტკვარი|მტკვრის აუზში]]. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[აზერბაიჯანი]]ს ტერიტორიაზეც. ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად [[ლელი]] და [[ლაქაში]]). არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.
 
ჯანდარის ტბა [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, [[რუსთავი]]დან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]] მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არაარ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.
 
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. [[1927|1927 წელს]] ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო [[1928|1928 წელს]] ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30-32°-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.
 
ჯანდარის ტბით ირწყება [[აზერბაიჯანი]]ს (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს გარდაბნის რაიონის მიწები. მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის [[თევზი]]. ჯანდარის ტბა ([[წყალსაცავი]]) საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა [[მტკვრის ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭანარი]], [[ლოქო]], [[სქელშუბლა]] და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდარის_ტბა“-დან