შადიმან ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
ხაზი 1:
'''შადიმან ბარათაშვილი''' — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის I მესამედში.
 
მეფის სუფრაჯი, [[ლუარსაბ II|ლუარსაბ II-ის]] მამამძუძუ, დიდ ფეოდალთა დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძის]] წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ([[1612]]) ორგანიზატორი. ირანელთა [[1614]] შემოსევის დროს [[აბას I|შაჰ-აბას I-ის]] სამსახურში ჩადგა, იმერეთიდან გადმოიყვანა ლუარსაბ II და შაჰს მიჰგვარა, რასაც ლუარსაბის მოწამეობრივი სიკვდილი მოჰყვა. შადიმანობა დღესაც გამოიყენება ტერმინად, რაც ქვეყნის ღალატს აღნიშნავს.
ხაზი 9:
შადიმან ბარათაშვილის მოღალატური პორტრეტი წარმოისახება კინოფილმში [[გიორგი სააკაძე (ფილმი)|გიორგი სააკაძე]], სადაც ის ეროვნული გმირის – გიორგი სააკაძის დაუძინებელი მტერი და ქვეყნის და მეფე ლუარსაბ II–ის ორგულია. ფილმში შადიმან ბარათაშვილი გიორგი სააკაძის დისა და ლუარსაბ მეფის თანამეცხედრეს წამლავს, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება.
 
შადიმან ბარათაშვილი ასევე შემდეგი ნაწარმოებების პერსონაჟია, სადაც ის, ძირითადად, უარყოფით პერსონაჟად არის გამოყვანილი: [[ვასილ ბარნოვი]]ს „განგების გრკალის“ , სადაც პერსონაჟ შადიმანს სააკაძის სახლ–კარის აკლებისას უნებლიეთ შემოაკვდება მოხუცებული ქალი. [[ანა ანტონოვსკაია]]ს „დიდი მოურავის“, სადაც ავტორი მას ირანელთა რაზმის ფარულად შემოყვანას მიაწერს ქართლში, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. [[სიმონ ქვარიანი]]ს „დიდი მოურავის“, [[ანტონ ფურცელაძე|ანტონ ფურცელაძის]] მონოგრაფიისა „გიორგი სააკაძე და მისი დრო“, და პიესისა „დიდი მოურავი“, [[სანდრო შანშიაშვილი]]ს დრამის „უგვირგვინო მეფენი“ და სხვა არაერთის ისტორიკოსის ნაშრომების. შანშიაშვილი და ანტონოვსკაია თავიანთ ნაწარმოებში მას ლუარსაბ II-ის დაღუპვის ცოდვასაც ჰკიდებენ.
 
ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელიც შადიმანს ქვეყნის მოღალატედ წარმოაჩენს, [[იოსებ თბილელი]]ს [[დიდმოურავიანი]]ა, რომელიც გიორგი სააკაძის ნათესავია.
 
შადიმანის საპირისპიროდ, მისი მოწინააღმდეგენი [[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] ამ ნაწყვეტს იშველიებენ: „მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყუარე, იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა“<ref>[http://lib.ge/body_text.php?7068 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება (პირველი ტექსტი)] </ref>.
 
იოსებ სააკაძე გვამცნობს, შადიმანი სააკაძეს მტრად იმიტომ მოეკიდა, რომ მან მეფის აღმზრდელს მამაცობა და ხმლის კვეთება დაუწუნაო: „შადიმან ამად დამქიშვდა, აქვს მამაცობის ზრახვანი, ჰერთხელ ეს ვუთხარ: შენს ხმალსა არაარ აქვს კვეთა ახვანი“<ref>''იოსებ თბილელი'', დიდმოურავიანი, სტროფი 90</ref>.
 
== ლუარსაბ II–ის იმერეთიდან გადმოყვანა ==
ხაზი 29:
მის წილ ვჰკვდები, შევქმნილვარ ლახვრითა დასაშენითა“.
.
ვაჟა კიკნაძის თქმით,„ ამ სტრიქონებიდან იოსებ სააკაძე ისეთ სურათს ხატავს, რომ უცოდველ კრავ გიორგი სააკაძეს ცრემლი სდის მეფის უბედურების გამო და თან ლახვართ სობას განიცდის...ნუთუ ნათესავ–მოურავიანის ეს აშკარა სიცრუე დღესაც უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ?!“ მკვლევარი აგრძელებს: „ლუარსაბის დაღუპვას აბსოლუტურად ყველა წყარო გიორგი სააკაძეს მიაწერს. ის იქვე აღნიშნავს, რომ პოემის სხვა ადგილას, იოსებ სააკაძეც კი იძულებულია აღიაროს, რომ მთელი ქვეყანა სააკაძეს სდებს ბრალს ახალგაზრდა მეფის დაღუპვაში. (დიდმოურავიანი, სტრ. 15, 17, 24, 26). მაგალითად, თეიმურაზ I სააკაძეს დიდმოურავიანში შემდგნაირად მიმართავს: ქვეყანამ იცის, შენ იყავ მისის სისხლისა მღვრელია“.
 
[[ანტონ I|ანტონ კათალიკოსის]] ცნობით, გიორგი სააკაძე „არა დასცხრებოდა შაჰ–აბასის მიმართ შესმენითა ლუარსაბისათა და ყოვლითურთ მეცადინეობდა მოკვლასა მისსა“. ფარსადან გორგიჯანიძეც გვაუწყებს, რომ შაჰ–აბასს მისი მოკვლა ურჩია: „სინამდისინ მეფე ლუარსაბი ცოცხალიაო, საქართველო არ დაწყნარდებისო. კაცი გაუძახეს, მეფე ლუარსაბი ციხეში დაარჩვეს“. ამასვე იმეორებს პიეტრო დელა ვალეც რომის პაპისადმი წარდგენილ მოხსენებაში.
ხაზი 44:
 
{{DEFAULTSORT:ბარათაშვილი, შადიმან}}
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]