ქართლელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:ქართლელი.jpg|მინი|მარჯვნივ]]
'''ქართლელები''' — [[ქართველები|ქართველთა]] ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლში]] (მდინარე [[მტკვარი|მტკვრისა]] და მისი შენაკადების ხეობები), [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]], [[თორი|თორში]]. საუბრობენ ქართლურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული [[ქართული ენა|ქართული ენის]] ერთ-ერთი საფუძველია. წარსულში ქართლელები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 580.000 ქართველი, ქართლური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.
 
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონი]] ქართლელებს ასე ახასიათებს:
 
{{ციტატა|... მშვიდობიანი ხასიათით წინათ, ქართლელები სჯობდნენ კახელებსაცა და იმერლებსაც. ამისი მიზეზი ჯერ ის იყო, რომ ქართლს შუაგული ადგილი უჭირავს საქართველოში და მცხოვრებლებზე სხვადასხვა ველურ ხალხს გავლენა ნაკლებად ჰქონდათ. მეორე მიზეზი ხვნა-თესვის მიდევნაა. ხვნა-თესვა ყველა საქმეზე მშვიდობიანი და ალალი საქმეა. აქ არავითარი ადგილი არაარ აქვს მოყვასის მოტყუებას, რაც ჩვეულებად გადაჰქცევია აღებ-მიცემის ხალხს. თუ გლეხი მუყაითად გაირჯება და ღმერთიც ამინდს მისცემს, კარგი მოსავალი მოუვა, თუ არადა, ნათესი მოუცდება. საკუთარი მარჯვენა და ღვთის ნება - აი ერთადერთი იმედი მხვნელ-მთესველისა. ამიტომ ხვნა-თესვა ხალხს წყნარის თვისებებისას ჰხდის და ძლიერ კარგი გავლენა აქვს ზნეობაზე. ამის გამო ერთმანეთის მტრობა, შფოთი და შური ქართლელებში უფრო იშვიათი იყო, ვიდრე სხვა ჩვენებურს მცხოვრებლებში. ოღონდ კი ქართლელს წმინდა სინდისი ჰქონოდა, თავისი თავი პატიოსან კაცად ეცნო, თორემ სხვისას მაგდენს არაფერს დაგიდევდა. ქართული ანდაზა: „თუ თავი ჩემი მეგობრად მყავს, ღარიბად არ ვიხსენიებიო“ სწორედ ქართლელზე იყო გამოჭრილი...}}
 
{{ქართველები}}
 
 
[[კატეგორია:ქართველები კუთხეების მიხედვით]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართლელები“-დან