სინათლის სიჩქარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link FA|de}}, {{Link FA|en}}, {{Link FA|es}}, {{Link FA|sk}}, {{Link FA|vi}} using AWB
→‎სინათლის სიჩქარის ისტორია და თეორია: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს (2) using AWB
ხაზი 4:
 
== სინათლის სიჩქარის ისტორია და თეორია ==
ადრე, როდესაც მეცნიერებისთვის [[სინათლე|სინათლის]] მოძრაობა შეუცნობელი იყო, ისინი ფიქრობდნენ, რომ სინათლის სიჩქარეს არაარ აქვს ზღვარი. თუმცა, დრო და დრო ამ ტალღური ბუნების ნაწილაკების მოძრაობის გაზომვები უფრო და უფრო ზუსტი ხდებოდა. დიდი მადლობა ალბერტ აინშტაინისა და სხვა მეცნიერების ნაშრომებს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სინათლეს ჩვენს სამყაროში ზღვრული სიჩქარე აქვს(ანუ ელექტრომაგნიტურ უქრთიერთქმედებას, სინათლეც მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა), რომელიც c ასოთი აღინიშნება. c-ს ვერც ერთი მასიური (რომელსაც [[უძრაობის მასა]] აქვს) სხეული ვერ განავითარებს, თუ რატომ, ამას ოდნავ ქვემოთ შეიტყობთ. მტკიცებულებების მიუხედავად მწერალი ფანტასტები და მეცნიერებიც კი ცდილობენ თავიანთი ნაწარმოებებითა თუ ალტერნატიული თეორიებით გაასწრონ სინათლეს და სამყაროს ნებისმიერ წერტილისკენ მომენტალურად გადადაგილდნენ.
 
პირველად, სინათლის სიჩქარის შესახებ აზრი გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა [[არისტოტელე]]მ, რომელსაც ამის გამო უთანხმოება მოუვიდა სხვა ბერძენ ფილოსოფოსთან - ემპედოკლესთან (Empedocles). ემპედოკლე ფიქრობდა, რომ რადგანაც სინათლე მოძრაობს, მას უნდა დასჭირდეს გარკვეული დრო გადასაადგილებლად, ხოლო არისტოტელე არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ სინათლეს არაარ აქვს არანაირი სიჩქარე.
 
1667 წელს, იტალიელმა ასტრონომმა [[გალილეო გალილეი]]მ ორი ადამიანი დააყენა გორაკზე ნეხევარ კმ-მდე ნაკლები დაშორებით. თითოეულ ადამიანს ეჭირა დაფარული ფარანი. ერთმა ახსნა საფარი თავის ფარანს; როდესაც მეორემ დაინახა შუქი, მანაც ასევე ახსნა საფარი. იმის დაკვირვებით, თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს პირველ ფარნიანთან მისვლას, გალილეო ფიქრობდა, რომ ის შეძლებდა გამოეთვალა სინათლის სიჩქარე. სამწუხაროდ, მის მიერ შერჩეული მანძილები ძალიან პატარა იყო განსხვავების შესამჩნევად. იტალიელი ასტრონომის აზრით, სინათლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი იყო.