მოლუსკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB
clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
ხაზი 13:
'''მოლუსკები''' (Mollusca) ([[ლათ.]] molluscus — რბილი), ''რბილტანიანები'', [[უხერხემლოები|უხერხემლო]] [[ცხოველები]]ს ტიპი. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე მეტი სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს [[ოკეანე]]ში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები — ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია [[საქართველო]] (გვხვდება დაახლოებით 230 სახეობა და ქვესახეობა).
 
მოლუსკები გაერთიანებულია 7 კლასში: [[მუცელფეხიანები]], [[ჯავშნიანები]], [[მონოპლაკოფორები]], [[ღარმუცლიანები]], [[ორსაგდულიანები]], [[ნიჩაბფეხიანები]], [[თავფეხიანები]]. მოლუსკების სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული [[ნიჟარა]]შია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე თვალები ზის. ზოგს თავი სულ არაარ აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული.მისი ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის რღუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს და თირკმელებს, ხოლო ტანი — საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ (მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა დახვეული და სხვა.
 
ზოგს ნიჟარა მთლიანად გადაგვარებული აქვს (უნიჟაროები). საჭმლის მომნელებელი სისტემა მოიცავს პირს, ხახას სანერწყვე ჯირკვლებიანად, საყლაპავ მილს, შუა ნაწლავს კუჭითა და ღვიძლითურთ და უკანა ნაწლავს. სუნთქავენ ლაყუჩებით ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ფილტვის როლს სისხლძარღვებით დაქსელილი მანტიის კედელი ასრულებს. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, გული მეტწილად პარკუჭისა და წინაგულებისაგან შედგება. მუცელფეხიანთა უმეტესობას ერთი წინაგული (მარცხენა) აქვს. გამომყოფ სისტემას წყვილი თირკმელი ემსახურება, ზოგს ერთი თირკმელი აქვს (მუცელფეხიანები). თირკმლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალურ ხვრელში იხსნება. მოლუსკების [[ნერვული სისტემა]] გაფანტულ-კვანძური ტიპისაა, შედგება 5-6 წყვილი კვანძისაგან. მოლუსკები გაყოფილსქესიანებია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. გამრავლება სქესობრივია. თავფეხიანებისა და მუცელფეხიანების განაყოფიერება შინაგანია, დანარჩენებისა — გარეგანი. მოლუსკების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება. კვერცხიდან გამოდის ლარვა, ანუ ტროქოფორა, რომელიც მეორე ლარვულ სტადიას — მეიალქნედ ანუ ველიგერად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია, რომელთაგან რამდენიმე სახეობა საქართველოშიც არის გავრცელებული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოლუსკები“-დან