მიხეილ ლერმონტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
(clean up, replaced: სურათის ზომა → ფოტოს_სიგანე using AWB)
(→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB)
ლერმონტოვის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, რომელიც პოეტის შთაგონების წყაროდ იქვა (ლექსები „ქართული სიმღერა“, „თერგის საჩექრები“, „პაემანი“, „თამარი“ და სხვა).
 
პოემა „მწირში“ (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. „მწირი“ თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. 1829-იდან ლერმონტოვი „დემონის“ სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის თამარის — მომხიბლავი სახე. ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის „ჩენი დროის გმირის“ ([[1939]]) მთავარი პერსონაჟი, „ზედმეტი ადამიანი“ პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია. მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არაარ აქვს.
 
ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: [[გრიგოლ ორბელიანი]] (თარგმნა „მთანი მაღალნი“), [[ორბელიანი, ვახტან ვახტანგის ძე|ვახტანგ ორბელიანი]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]], რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს“ უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]], [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძემ]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველამ]], [[გრიგოლ აბაშიძე|გრიგოლ აბაშიძემ]], [[გურიელი, მამია|მამია გურიელმა]] და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენიმეჯერ („დემონი“ 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი“ 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი“ 5-ჯერ, „მწირი“ 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი“ 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც ([[თაქთაქიშვილი, ოთარ|ოთარ თაქთაქიშვილის]] სიმფონიური პოემა „მწირი“, [[ბალანჩივაძე, ანდრია|ანდრია ბალანჩივაძის]] ამავე სახელწოდების ბალეტი, [[ცინცაძე, სულხან|სულხან ცინცაძის]] ბალეტი „დემონი“ და სხვ.).
49,737

რედაქტირება