კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|es}}, {{Link GA|th}} using AWB
→‎კულტურული შოკი: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
ხაზი 85:
არსებობს, ხუთი ”ტიპური” დონე, რომელთა გავლაც ადამიანს უცხო გარემოში ხშირად უხდება. ეს დონეებია: თაფლობის დონე (honeymoon stage), დარდის, მწუხარების დონე (the distress stage), რე-ინტეგრაციის დონე (the re-integration stage), ავტონომიის დონე (the autonomy stage) და დამოუკიდებლობის დონე (the independence stage).
 
გამოიყოფა კულტურული შოკის დაძლევის ოთხი შესაძლებლობა: 1. [[გეტოიზაცია]]: მოსულები უკავშირდებიან ერთმანეთს და დამხვდური კულტურის შიგნით აყალიბებენ იზოლირებულ ანკლავებს (გეტო), რომელთა ფარგლებში ინახავენ და ინარჩუნებენ ტრადიციებს, თავიანთი კულტურული ყოფაქცევის მოდელებს. მაგალითისათვის შეიძლება გამოდგეს დასავლეთის თითქმის ყველა მსხვილი ქალაქისათვის დამახასიათებელი [[ჩინეთი|ჩინური]] უბნები (China Town). 2. ასიმილაცია: მოსულები ცდილობენ, მთლიანად შეეგუონ ახალს, შეითვისონ მისი ნორმები, ფასეულობები, ქცევის მოდელები, მთლიანად უარყოფენ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც დატოვეს. 3. ურთიერთქმედება: ეს არის რაღაც საშუალო ხაზის, ახალი და ძველი კულტურის ელემენტების გაერთიანების მცდელობა. ინდივიდები და ჯგუფები მიისწრაფვიან შეათავსონ ორივე კულტურის ნორმები, მოაწესრიგონ კულტურათა შორის [[კომუნიკაცია]], გაამდიდრონ როგორც საკუთარი კულტურა, აგრეთვე ის, რომლითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ამის მაგალითია თანამედროვე საწარმოში მომუშავე [[ინდოელები|ინდოელი]] და [[თურქები|თურქი]] მუშები, რომლებიც სამუშაოზე ხელმძღვანელობენ ინდუსტრიული შრომის წესებით, ხოლო სახლში, ოჯახურ ცხოვრებაში _ თავიანთი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით. 4. [[კოლონიზაცია]]: ახალმოსახლეები იწყებენ საკუთარი ქცევის მოდელების დანერგვას, ცდილობენ დაუპირისპირონ ისინი დამხვდური კულტურისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს. ეს ხდება როგორც საომარი, ასევე მშვიდობიანი დაპყრობის დროს, ასევე მოდერნიზაციის პროცესში. ტერმინ “კოლონიზაციას” ამ შემთხვევაში არაარ აქვს შეფასებითი მნიშვნელობა, ეს ფასეულობითი თვალსაზრისით ნეიტრალური ცნებაა. საქმე ეხება კულტურულ კოლონიზაციას; პოლიტიკური კოლონიზაცია კულტურული კოლონიზაციის მხოლოდ კერძო, თავისი შედეგებით არც ისე რადიკალური შემთხვევაა.
 
კულტურული შოკი, ფართო აზრით, როგორც ფილოსოფიურ-კულტურული ან ფილოსოფიურ-ისტორიული კატეგორია, კულტურის მეცნიერებათა ჩამოყალიბებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. [[XII საუკუნე|XII]]-[[XVII საუკუნე|XVII]] სს. მოგზაურთა გადმოცემებმა, რომლებიც აღწერდნენ ახალი ქვეყნებისა და ხალხების უსასრულო რაოდენობას, ევროპაში კულტურული შოკი გამოიწვია, რაც საფუძვლად დაედო კულტურის ფენომენის როგორც შესწავლის ობიექტის ჩამოყალიბებას. კულტურულმა შოკმა ევროპელთა გონებაში გადატრიალება მოახდინა, რომელსაც შეიძლება [[ანთროპოლოგია|ანთროპოლოგიური]] რევოლუცია ვუწოდოთ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეირყა [[ევროპელები|ევროპელთა]] წარმოდგენა საკუთარ განსაკუთრებულობაზე; აღმოჩნდა, რომ [[კაცობრიობა]] შედგება მრავალი კულტურისაგან. თუკი [[კოპერნიკი, ნიკოლოზ|კოპერნიკის]] აღმოჩენამ მოსპო სამყაროს ცენტრად [[დედამიწა|დედამიწის]] ყოფნის ილუზია, ანთროპოლოგიურმა რევოლუციამ მოსპო ევროპის ილუზია ოიკუმენის ცენტრში ყოფნისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კულტურა“-დან