იულიუს კეისარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|de}}, {{Link GA|eo}}, {{Link GA|fr}}, {{Link GA|sk}}, {{Link GA|sv}} using AWB
→‎[[ედილი]]: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
ხაზი 92:
მაგრამ კეისარებს ოპტიმატებს მაშინვე საკადრისი პასუხი გასცა: სასწრაფოდ ოსტატები შემოიყარა და გაიუს მარიუსის გამარჯვებათა აღმნიშვნელი ქანდაკებები ჩამოასხმევინა - სწორედ ისეთი, ოპტიმატების ბელადმა სულამ რომ დაამსხვრევინა თავისი სისხლიანი დიქტატურის ჟამს. და ეს ახალი ოქროცურვილი ქანდაკებანი ერთ დილით მოულოდნელად აღიმართნენ რომის ფორუმზე. ფორუმი ერთბაშად ხალხით გაიჭედა. აღტაცებით, სიხარულის ცრემლებით ათვალიერებდნენ და ულოლიავებდნენ თავინთი ბელადის, დიდი მარიუსის გამარჯვებათა მთხრობელ რელიეფებს - იუგურთაზე, კიმბრებზე, ტევტონებზე... და ხოტბას ასხამდნენ კეისარს.
 
ისევ ახმაურდნენ არისტოკრატები: კეისრის ეს მოქმედება ტირანიისკენ მის სწრაფვას ნიშნავსო, რადგან არავის არაარ აქვს უფლება, მკვდრეთით აღადგინოს და პატივი სცეს იმას, ვინც და რაც კანონებითა და სენატის დადგენილებით იქნა დაგმობილი და დასამარებულიო. მაგრამ ხალხმა უფრო ძლიერი ხმაურით ჩაახშო და დათრგუნა ოპტიმატები. კიდევ უფრო გამძლავრდა ხოტბა და ოვაციები კეისრისადმი.
 
მაშინ სენატი საგანგებოდ შეიკრიბა კეისრის საქციელის განსახილველად, საბრალდებო სიტყვით გამოვიდა ფრიად გავლენიანი სენატორი, ლუტაციუს კატულუსი. “ჩვენს სახელმწიფოზე კეისარს იერიში მოაქვს უკვე არა საიდუმლო გზებითა და ხვრელებით, არამედ პირდაპირ საალყო მანქანებით”, - ამბობდა იგი. კიდევ რამდენიმე სიტყვა ითქვა კეისრის წინააღმდეგ. ბოლოს გამოვიდა თვითონ კეისარი. გამოვიდა და წარმოთქვა სიტყვა ისე ძლიერი და შთამბეჭდავი, რომ არამცთუ ბრალდება მოიხსნა, მთელი სენატი თავისი სიტყვისა და აზრის ტყვეობაში მოექცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიუს_კეისარი“-დან