თხოვება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
→‎ხელშეკრულების შინაარსი: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
 
ხაზი 4:
გამნათხოვრებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 616-ე მუხლი</ref>. თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 617-ე მუხლი</ref>.
 
მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არაარ აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 618-ე მუხლი</ref>.
 
მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება [[დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება|დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით]]<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 619-ე მუხლი</ref>.
ხაზი 10:
ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე პასუხს არ აგებს, თუკი ეს გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 620-ე მუხლი</ref>.
 
მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლი</ref>.
 
თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 622-ე მუხლი</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თხოვება“-დან