მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

→‎ფაშისტური იტალიის იდეოლოგია: clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
"დუჩე" ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტი ფაშისტი არ უნდა ეძებდეს ადვილ ცხოვრებას, მისი მოვალეობაა იყოს ეფექტურობის, შეუპოვრობის, დინამიურობის მაგალითი. ის უნდა იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი - მგზნებარე, გაბედული, მიზანდასახული, რომელიც თავდადებულად ემსახურება ფაშისტურ იდეალებს და ემორჩილება კორპორატიულ დისციპლინას. ფაშიზმის დოქტრინა "უარყოფს სახელმწიფის დემოკრატიულობის თეორიებს და აცხადებს, რომ განსხვავებით სხვა პრიმიტიულ დოქტრინებისგან, წინააღმდეგობა სახელმწიფისა და პიროვნებას შორის გადაწყვეტილია პიროვნების სრული დამორჩილებით სახელმწიფოსადმი". "ჩვენ მომხრენი ვართ კოლექტივიზმისა ინდივიდუალიზმის ხარჯზე" - ასწავლიდა "დუჩე".
 
განსხვავებით წინანდელი იტალიისთვის და სხვა დასავლური დემოკრატიებისთვის ჩვეული გარყვნილების, დეკადენტობის და კომფორტულობისაგან, "[[ფაშისტი]]ს ცხოვრება არ უნდა იყოს იოლი". "მუდმივად მზადყოფნა" - ასეთია [[ფაშისტი|ფაშისტების]] დევიზი. [[ფაშისტი]] მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს, მას არაარ აქვს უფლება მიეცეს სულიერ და მორალურ სიზარმაცეს, უნდა შეეძლოს უარყოს პირადი სიამოვნება და თავდავიწყებით ემსახუროს ფაშისტურ იდეალებს და იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი.
 
[[ფაშიზმი]]ს აპოლოგეტები ამტკიცებდნენ, რომ ფაშიზმი არ ეწინააღმდეგება იტალიის ისტორიას, რომ [[ჯუზეპე გარიბალდი|გარიბალდი]] და [[მაძინი, ჯუზეპე|მაძინი]] გულში [[ფაშისტი|ფაშისტები]] იყვნენ.
49,737

რედაქტირება