ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ღებულობდა → იღებდა using AWB
ხაზი 102:
ფიჯის კუნძულებზე [[კლიმატი]] ოკეანური [[ტროპიკული კლიმატური სარტყელი|ტროპიკულია]]<ref name="Initial4б">{{წიგნი|ავტორი=Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team.|ნაწილი=National Circumstances. Climate|სათაური=Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change|წყარო=http://unfccc.int/resource/docs/natc/fjinc1.pdf|წელი=2005|pages=4}}</ref>. არქიპელაგთან უშუალოდ ახლოს, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, მდებარეობს წყნარი ოკეანის კონვერგენციის ზონა, რომელიც ხასიათდება დიდი რაოდენობის ნალექებით, წვიმის სახით. ეს ზონა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატის სეზონებს შორის ცვლილებებზე, უპირველეს ყოვლისა ნალექების რაოდენობაზე, რომელიც მოდის კუნძულებზე<ref name="Initial4б" />. მშრალ პერიოდში, რომელიც გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ეს არის კონვერგენციული ზონა, რომელიც როგორც წესი, თავს იყრის ფიჯიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო წვიმების პერიოდში ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით — პირდაპირ ფარავს ამ რეგიონს<ref name="Initial4в">{{წიგნი|ავტორი=Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team.|ნაწილი=National Circumstances. Rainfall|სათაური=Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change|წყარო=http://unfccc.int/resource/docs/natc/fjinc1.pdf|წელი=2005|pages=4}}</ref>. მეორე არანაკლები ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ნალექების რეჟიმზე, სამხრეთ-აღმოსავლეთი [[პასატები]]ა, რომლებსაც ფიჯის კუნძულებზე მოაქვთ სინოტივით გაჯერებული ჰაერი. დიდ მთიან კუნძულებზე, უპირველეს ყოვლისა [[ვიტი-ლევუ]]ზე და [[ვანუა-ლევუ]]ზე, მკაფიოდ გამოირჩევიან ნალექების დიდი რაოდენობის მქონე რაიონები (ესაა კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთის, ანუ ქარსზედა, მხარე) და რაიონები უფრო მშრალი კლიმატით (ესაა დასავლეთი, ანუ ქარსქვედა, მხარე)<ref name="Initial4в" />. მაგალითად, ვიტი-ლევუს აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მდებარეობს ქალაქი [[სუვა]], ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 3000-დან 5000 მმ-მდე, იმ დროს, როდესაც დასავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეობენ ქალაქები [[მბა (ქალაქი)|მბა]], [[ლაუტოკა]], [[ნანდი]] და [[სინგატოკა]], ნალექები ყოველწლიურად მოდის 2000-დან 3000 მმ-მდე<ref name="Initial4в" />. ფიჯის კუნძულებზე გვალვების ძირითადი მიზეზია [[ელ-ნინიო]]ს მოვლენები. როგორც წესი, ყველაზე უფრო მშრალი და თბილი პირობები ამ მოვლენების დროს შეიმჩნევა დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ხოლო ყველაზე უფრო მშრალი და გრილი — ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. ამასთან გვალვების ნეგატიური ზემოქმედება ყველაზე უფრო მეტად ხდება ფიჯის დასავლეთ რაიონებში<ref name="Initial6а">{{წიგნი|ავტორი=Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team.|ნაწილი=National Circumstances. El Niño|სათაური=Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change|წყარო=http://unfccc.int/resource/docs/natc/fjinc1.pdf|წელი=2005|pages=6}}</ref>.
 
დღის საშუალო ტემპერატურის მერყეობა დამოკიდებულია სეზონზე. გვალვების პერიოდში ის მერყეობს 23-დან 25 &nbsp;°C-მდე, ხოლო წვიმიან სეზონში — 26-დან 27 &nbsp;°C-მდე. მთლიანად ტემპერატურა ყველაზე უფრო გრილ (ივლისი-აგვისტო) და ყველაზე უფრო თბილ (იანვარი-თებერვალი) თვეებში ერთმანეთისგან განსხვავდება 3-დან 4 &nbsp;°C-ის ფარგლებში. ეს აიხსნება ოკეანის ძლიერი ზემოქმედებით<ref name="met" />. სანაპიროებთან ახლოს ღამის საშუალო ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 18 &nbsp;°C-მდე, ხოლო დღის, პირიქით აიწიოს 32 &nbsp;°C-მდე. კუნძულების შიდა რაიონებში ღამის ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 15 &nbsp;°C-მდე, თუმცა ფიჯიზე როდესმე დარეგისტრირებული მინიმალური ტემპერატურა, შეადგენს 8 &nbsp;°C-ს, ხოლო მაქსიმალური — 39,4 &nbsp;°C-ს<ref name="met" />. ქვეყანაში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ქარებია − პასატები, რომლებიც ქრიან აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ორი მთავარი კუნძულის (ვიტი-ლევუ და ვანუა-ლევუ) სანაპიროზე, ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება [[ბრიზი|ბრიზები]]. ქარის სიჩქარე, როგორც წესი, მცირეა. ძლიერი ქარი რეგისტრირდება მხოლოდ ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით<ref name="met">{{cite web|url=http://www.met.gov.fj/climate_fiji.html|title=The climate of Fiji|publisher=Fiji Meteorological Services|lang=en|accessdate=2010-05-03|archiveurl=http://www.webcitation.org/6173u2vz6|archivedate=2011-08-22}}</ref>.
 
ფიჯი განიცდის [[ტროპიკული ციკლონი|ტროპიკული ციკლონების]] ნეგატიურ ზემოქმედებას, რომლებიც ხშირად აღწევენ გამანადგურებელ ძალებს, იწვევენ დიდ [[წყალდიდობა|წყალდიდობებს]] და [[მეწყერი|მეწყერებს]]. ციკლონების ყველაზე უფრო ბევრი რაოდენობა, როგორც წესი რეგისტრირდება ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით<ref>{{წიგნი|ავტორი=Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team.|ნაწილი=National Circumstances. Cyclone|სათაური=Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change|წყარო=http://unfccc.int/resource/docs/natc/fjinc1.pdf|წელი=2005|pages=6}}</ref>, თანაც ყველაზე უფრო დამანგრეველი ხდება იანვარ—თებერვალში<ref name="met" />. მთლიანად კი ათწლეულის განმავლობაში ფიჯიზე ხდება ათიდან თხუთმეტამდე ციკლონი, რომელთაგან ორს—ოთხს მოაქვს სერიოზული ზარალი<ref name="met" />.
ხაზი 479:
ძირითადი სასოფლო სამეურნეო დარგია [[მიწადმოქმედება]]. თუმცა ფიჯის საერთო ფართობი აჭარბებს 18 ათას კმ²-ს, ამ მიწის მხოლოდ 16 %-ია ვარგისი დამუშავებისათვის<ref name="Today41" />. დასამუშავებელი მიწები კონცენტრირებულია სანაპირო დაბლობების, მდინარეების დელტის და დაბლობების გასწვრივ, რომლებიც მდებარეობენ ქვეყნის ორ დიდ კუნძულზე — [[ვიტი-ლევუ]]ზე და [[ვანუა-ლევუ]]ზე. დასამუშავებელი მიწების 24 % დაკავებულია [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწმის]] მოყვანაზე, 23 % — [[ქოქოსის პალმა|ქოქოსის პალმის]], ხოლო დანარჩენი 53 % — სხვა კულტურების მოყვანაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის მიწების 83 % ეკუთვნის ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლებს — [[ფიჯელები|ფიჯელებს]], სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ძირითადი მწარმოებლები ადგილობრივი [[ფიჯი-ინდოელები]] არიან, რომლებიც კუნძულებზე ბრიტანელმა კოლონიზატორებმა შემოიყვანეს XIX საუკუნის ბოლოს XX საუკუნის დასაწყისში<ref name="Today41" />.
 
ფიჯის მთავარ ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურაა შაქრის ლერწამი. მისგან წარმოებულ [[შაქარი|შაქარზე]] მოდის ქვეყნის მშპ-ის 2,2 % და ექსპორტის თითქმის 11,7 %<ref>{{წიგნი|ნაწილი=Sugar|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=21-22}}</ref>. შაქრის ლერწმის მოყვანის ძირითადი რაიონებია: — მბა, ლაუტოკა, სინგატოკა, ნანდი, ტავუა, რაკირაკი, ლამბასა და სეანგანგა<ref name="TodaySugar">{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Agriculture. Sugar|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=41-42|allpages=84}}</ref>. ქვეყანაში შაქრის წარმოება სამთავრობო კორპორაცია ''«Fiji Sugar Corporation»''-ის მთლიანი კონტროლის ქვეშაა, რომლის მფლობელობაში იმყოფება ოთხი ქარხანა, რომლებიც მდებარეობენ ქალაქებში: [[ლაუტოკა]], [[მბა (ქალაქი)|მბა]], [[რაკირაკი]] და [[ლამბასა]]. მთლიანად 2010 წელს მოყვანილია 1,8 მილიონი ტონა შაქრის ლერწამი (20,9 %-ით ნაკლები 2009 წელთან შედარებით) და ნაწარმოებია 132 ათასი ტონა შაქარი (21,5 %-ით ნაკლები 2009 წელთან შედარებით), რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან [[ევროპის კავშირი]]ს ქვეყნები, [[აშშ]], [[მალაიზია]], [[ახალი ზელანდია]] და [[ჩინეთი]]<ref name="TodaySugar" /><ref>{{წიგნი|ავტორი=http://www.reservebank.gov.fj/docs2/Quarterly%20Review%20%28December%202010%29.pdf.|ნაწილი=The Domestic Economy. Production. Cane and sugar|სათაური=Quarterly Review - December 2010|ადგილი=Suva, Republic of Fiji|გამომცემლობა=Reserve Bank of Fiji|წელი=2010}}</ref><ref name="TodaySugar" />. უკანასკნელ ათწლეულში მოყვანილი შაქრის ლერწმის მოცულობის შემცირება მნიშვნელოვან წილად აიხსნება ადგილობრივი ინდოელი მოსახლეობისთვის მიწის არენდის ვადის ამოწურვით, რომელიც იმყოფება მკვიდრი ფიჯელების საკუთრებაში. ამას გარდა, ევროპის კავშირმა გააუქმა შეღავათიანი ფასები შაქრის ექსპორტზე [[აფრიკა|აფრიკის]], [[კარიბის ზღვა|კარიბის ზღვის]] და [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ქვეყნებიდან<ref name="Obstacles28">{{წიგნი|ავტორი=Ron Duncan and Haruo Nakagawa.|სათაური=Obstacles to economic growth in six Pacific Island countries|წყარო=http://siteresources.worldbank.org/INTDEBTDEPT/Resources/468980-1206974166266/4833916-1206989877225/DuncanNakagawaObstacles.pdf|გამომცემლობა=World Bank|წელი=2006|pages=28|allpages=67}}</ref>.
 
ფიჯის სოფლის მეურნეობაში მთავარ ადგილს იკავებს ქოქოსის პალმის მოყვანა, რომელიც გამოიყენება [[კოპრა|კოპრის]] და [[ქოქოსის ზეთი]]ს წარმოებისათვის. 1991 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის თანახმად, ქოქოსის პალმით დაკავებული იყო მიწის 46 ათასი ჰა, რომელზეც დარგული იყო 600 ათას ერთეულ ხეზე მეტი. 2009 წელს ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად შეადგინეს 15 ათასი ჰა და 560 ათასი ხე<ref>{{წიგნი|ნაწილი=Coconut|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=22}}</ref>. ქვეყანაში კოპრის წარმოების ძირითადი ცენტრებია — [[ჩრდილოეთის ოლქი (ფიჯი)|ჩრდილოეთის]] და [[აღმოსავლეთის ოლქი (ფიჯი)|აღმოსავლეთის ოლქები]]<ref>{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Agriculture. Copra and Coconut Oil|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=42|allpages=84}}</ref>.
ხაზი 507:
უცხოური ვალუტის მოზიდვას ასევე ხელს უწყობს კონსერვირებული თინუსის ექსპორტიც. 1989 წელს [[ლევუკა]]ში კომპანია ''«Pacific Packaging Ltd»''-მ გახსნა პირველი თევზის საკონსერვო ქარხანა. საწარმო მდებარეობს ფიჯის მთავრობის კონტროლ ქვეშ, თუმცა ასევე მოზიდულია უცხოური ინვესტორების თანხები [[ტაილანდი]]დან, [[ტაივანი]]დან და [[ავსტრალია|ავსტრალიიდან]]<ref name="Today46" />.
 
სანაპირო წყლებში იჭერენ თევზის 100 სახეობაზე მეტს და სხვადასხვა უხერხემლოებთა 50 სახეობას. მაგრამ თევზებიდან ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილება შიდა ბაზარზე აქვთ თევზების შემდეგ ოჯახებს: [[ქვის ქორჭილა]], [[სტავრიდასებრნი]], [[ლუციანისებრნი]], [[კეფალისებრნი]], [[სკუმბრიასებრნი]], [[ქირურგისებრნი]], [[თევზები-თუთიყუშები]] და [[ბარაკუდისებრნი]], ხოლო უხერხემლოებიდან — [[ორსაგდულიანები]], [[ჰოლოთურიები]], [[კიბორჩხალები]], [[ზღვის წყალმცენარეები]]. ხელოვნურ [[წყალსატევი|წყალსატევებში]] გამრავლებულია [[ტილაპია|ტილაპიები]], [[გველთევზასნაირნი|გველთევზები]], [[კობრისებრნი|კობრები]], [[ხამანწკასებრნი|ხამანწკები]] და [[მარგალიტები]] (მარგალიტის მისაღებად)<ref name="fao_fish4Today46" /><ref name="Today46fao_fish4" />. ექსპორტის მთავარ სტატიას წარმოადგენს [[აკვარიუმის თევზები]], ასევე ცოცხალი ქვები აკვარიუმისთვის (ამ ქვების მსოფლიო მიწოდების 95 % ფიჯიდანაა)<ref>{{cite web|url=http://www.adb.org/Documents/Reports/Consultant/34224-FIJ-TACR.pdf|title=Republic of the Fiji Islands: Fisheries Sector Review (Financed by the ADB’s technical assistance funding program)|coauthors=Tony Hand, Derrin Davis, Robert Gillett.|date=2005|publisher=Asian Development Bank|pages=pp. 3|lang=en|accessdate=2012-01-05|archiveurl=http://www.webcitation.org/64Sy38fuT|archivedate=2012-01-05}}</ref>.
 
==== სატყეო მეურნეობა ====
ხაზი 533:
მთლიანად, ფიჯის მთავრობის აღნიშნული პოლიტიკის რეალიზაციამ ხელი შეუწყო მძლავრი სამკერვალო მრეწველობის შექმნას, რომელიც გახდა სავალუტო შემოსავლების მთავარი წყარო. შედეგად ფიჯიში გაჩნდნენ ისეთი მსხვილი მსოფლიო და რეგიონალური მწარმოებლების ქარხნები (უპირატესად ავსტრალიური), როგორებიცაა ''[[Adidas]], [[Nike]], Yakka, Australian Horizon'' და სხვა<ref>{{cite web|url=http://www.oxfam.org.nz/resources/Oxfam%20Fiji%20Garment%20Study.pdf|title=The Fiji Garment Industry|publisher=Oxfam|pages=p. 11|lang=en|accessdate=2012-01-06|archiveurl=http://www.webcitation.org/64Us412HK|archivedate=2012-01-06}}</ref>
 
2001 წლის იანვარში ამ პროგრამების რეალიზაცია შეწყდა. მაგრამ ძალაში დარჩა სავაჭრო შეთანხმებები მთელ რიგ სახელმწიფოებთან, რომლებიც ფიჯის სამკერვალო პროდუქციას ყოველგვარი წინაღობების გარეშე გზას უხსნიდნენ მსოფლიო ბაზრებისკენ (მაგალითად, [[ავსტრალია|ავსტრალიის]] და [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]] ბაზრებში [[სამხრეთ წყნარი ოკეანის შეთანხმება რეგიონალური ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ|SPARTECA]]-ს შეთანხმების თანახმად, ასევე შეთანხმება [[აშშ]]-სთან ფიჯიდან სამკერვალო პროდუქციისათვის საექსპორტო კვოტების მინიჭების შესახებ)<ref name="Narayan" />. მაგრამ უკვე 2006 წელს, ავსტრალიის და აშშ-ის მხრიდან ფიჯის პროდუქციისათვის მთელი რიგი პრეფერენციების გაუქმების შემდეგ, ფიჯის სამკერვალო მრეწველობამ განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი: თუ 2005 წელს [[ტექსტილი]]ს პროდუქცია გამომუშავებული იყო თანხით [[ფიჯის დოლარი|F$]]116 მილიონი, 2006 წელს გამომუშავდა — სულ F$46,6 მილიონი<ref name="Manufacturing" />. 2010 წლისთვის სამკერვალო წარმოებამ განიცადა ზრდა (იწარმოა პროდუქცია თანხით F$66 მილიონი), მაგრამ კრიზისამდელ მაჩვენებლებზე მაინც ვერ ავიდა<ref name="Manufacturing" /><ref name="pitic">{{cite web|url=http://www.pitic.org.au/pdfs/bigs/fiji.pdf|title=Doing Business in Fiji Islands|publisher=Pacifi c Islands Trade and Investment Commission, Sydney|pages=pp. 2-3|lang=en|accessdate=2012-01-06|archiveurl=http://www.webcitation.org/64UtuOBJv|archivedate=2012-01-06}}</ref>. ამის არსებითი მიზეზია კონკურენციის ზრდა გლობალურ ბაზარზე (პირველ რიგში [[აზია|აზიის]] ქვეყნების მხრიდან მათი იაფფასიანი [[მუშა ძალა|მუშა ძალით]]) და ასევე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა<ref name="piticObstacles28" /><ref name="Obstacles28pitic" />.
 
ფიჯის გადამამუშავებელი მრეწველობა ასევე წარმოდგენილია [[ცემენტის მრეწველობა|ცემენტის]] (2005 წელს ქვეყანაში ნაწარმოები იქნა 143 ათასი ტონა [[ცემენტი]], ხოლო 2010 წელს — 163 ათასი ტონა), [[კვების მრეწველობა|კვების]] და [[ქიმიური მრეწველობა|ქიმიური მრეწველობებით]]. 2010 წელს ნაწარმოები იქნა 23 მეგალიტრი [[ლუდი]], 193 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი (პირველ რიგში [[ბოთლის წყალი]], რომელიც იყიდება 40-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე), 2,7 მილიონი ლიტრი [[ნაყინი]], 4,1 ათასი ტონა [[საპონი]], 3,8 მილიონი ლიტრი [[საღებავი]] და 116 ათასი კოლოფი [[ასანთი]]<ref name="Manufacturing" />.
ხაზი 596:
[[ფეხბურთი]] ფიჯიში ნაკლებად არის განვითარებული. ის ყველაზე უფრო პოპულარული ინდურ მოსახლეობაშია, თუმცა უკანასკნელ წლებში ფეხბურთმა ფეხი მოიკიდა ქვეყნის მთელ საზოგადოებაში, მაგრამ ის მაინც პოპულარობით რაგბის შემდეგ მეორეა. [[ფიჯის ფეხბურთის ფედერაცია]] შეიქმნა 1961 წელს, რომელმაც შეცვალა 1938 წელს შექმნილი ფიჯი-ინდური ფეხბურთის ფედერაცია. [[ფიფა]]ში გაწევრიანდა 1964 წელს, ხოლო [[ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია|ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის]] წევრი გახდა 1966 წელს. ფიჯის საფეხბურთო ნაკრები ვერასდროს ვერ მოხვდა [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი]]ს ფინალურ ეტაპზე, თუმცა მან ორჯერ (1991 და 2003 წლებში) გაიმარჯვა [[წყნარი ოკეანის თამაშები|წყნარი ოკეანის თამაშებში]].
 
ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩამოყალიბდა 1949 წელს, ხოლო 1955 წელს შევიდა [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში]]. ფიჯი 13-ჯერ მონაწილეობდა [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები|ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში]]. პირველად დებიუტი შედგა 1956 წლის მელბურნის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რის შემდეგაც ქვეყანა მონაწილეობას ღებულობდაიღებდა ყველა ოლიმპიადაზე, გარდა 1964 წლის [[ტოკიო]]სა და 1980 წლის [[მოსკოვი]]ს საზაფხულო ოლიმპიადებისა. სულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანას წარმოადგენდა 61 მამაკაცი და 20 ქალი, რომლებიც ასპარეზობდნენ კრივში, ველოსპორტში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, აფროსნობაში, ცურვაში, ტყვიის სროლაში, მშვილდოსნობაში და მძლეოსნობაში. ქვეყანას ყველაზე დიდი დელეგაცია წარმოადგენდა [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1988|ბარსელონის 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში]] (23 ადამიანი).
 
ფიჯის სპორტსმენები [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები|ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში]] მონაწილეობდნენ სამჯერ. თითოეულ ამ სამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიჯის წარმოადგენდა თითო სპორტსმენი: [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1988|კალგარის 1988 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე]] და [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1994|ლილეჰამერის 1994 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე]] ეს იყო [[სათხილამურო სპორტი|მოთხილამურე]] [[რუსიატე როგოიავა]], ხოლო [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2002|სოლტ-ლეიკ-სიტის 2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე]] [[სამთო-სათხილამურო სპორტი|სამთო მოთხილამურე]] [[ლორენს ტომსი]]. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას ფიჯელ სპორტსმენებს არც ერთხელ არ მოუპოვებიათ [[ოლიმპიური მედალი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჯი“-დან