რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎აჯანყება გურიაში (1841): clean up, replaced: ერთის მხრივ → ერთი მხრივ using AWB
clean up, replaced: ღებულობდნენ → იღებდნენ, ღებულობდა → იღებდა (3) using AWB
ხაზი 30:
[[ფაილი:Katharina II., die Große.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II (1762-1796) წ.წ.]]
[[1783]] წლის [[24 ივლისი|24 ივლისს]] რუსეთში, [[გეორგიევსკი]]ს ციხე-სიმაგრეში გაფორმდა ტრაქტატი რუსეთის იმპერიას და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც ისტორიაში [[გეორგიევსკის ტრაქტატი]]ს სახელით შევიდა. ტრაქტატს ქართლ-კახეთის მხრიდან [[იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი|იოანე ბაგრატიონ-მუხრანელმა]] და [[გარსევან ჭავჭავაძე]]მ მოაწერეს ხელი, ხოლო რუსეთის მხრიდან პავლე პოტიომკინმა.<br />
ტრაქტატის მიხედვით ერეკლე II აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას, ქართლ-კახეთის ყოველი მომდევნო მეფეს დაამტკიცებდა და სამეფო რეგალიებს გამოუგზავნიდა რუსეთის იმპერატორი. ასევე ქართლ-კახეთს ეზღუდებოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება იგი უნდა ეწარმოებინა ან უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას ან ქართლ-კახეთის ხელისუფლებას უნდა ეცნობებინა რუსეთის წარმომადგენლებისთვის თუკი იგი რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხო სახელმწიფოსთან და შეეთანხმებინა პირობები.საქართველო ვალდებულებას ღებულულობდა რომ თუკი რუსეთს ომი ექნებოდა სპარსეთთან, ოსმალეთთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან თუ ამას საჭიროება მოითხოვდა თავის ტერიტორიაზე განელაგებინა რუსეთის არმიის ნაწილები, მიეცა მისთვის საშუალება აქედან ეწარმოებინა ომი და თვითონაც ყველაფრით დახმარებოდა.<br />თავის მხრივ რუსეთი ცნობდა ერეკლე II და მის შთამომავლების უფლებებს ქართლ-კახეთის სამეფოზე და ეკრძალებოდა სამეფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა, ასევე რუსეთი ვალდებულებას ღებულობდაიღებდა არ ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში(სამეფოს მართვა, გადასახადების აკრეფა და ა.შ.) სასამართლოს წარმოებაც გაგრძელდებოდა არა რუსული არამედ ქართული სამართლის მიხედვით.რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო პირებს ეკრძალებოდათ რაიმე განკარგულების გაცემა ქართლ-კახეთში.ტრაქტატის პირობების მიხედვით რუსეთი ვალდებულებას ღებულობდაიღებდა დაეცვა სამეფო ნებისმიერი უცხოური აგრესიისგან და საჭიროების შემთხვევაში გამოეცხადებინა [[ომი]] თავდამსხმელისთვის.რუსეთი ვალდებული იყო საქართველოში განეთავსებინა ორი ქვეითი [[ბატალიონი]] ოთხი [[ქვემეხი]]თ, ხოლო თუ საჭირო გახდებოდა გამოეგზავნა დამატებითი ძალები.ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის თავად-აზნაურები უთანაბრდებოდნენ რუსეთისას, ხოლო ქართველ ვაჭრებს ენიჭებოდათ ის უფლებები,პრივილეგიები თუ შეღავათები რომლებითაც რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ.ტრაქტატი გაფორმებული იყო საუკუნოდ და მასში ცვლილებების შეტანა უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით.
 
== ურთიერთობები 1783-1800 წლებში ==
ხაზი 58:
=== გურიის ანექსია ===
[[ფაილი:Franz Krüger - Portrait of Emperor Nicholas I - WGA12289.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I (1825-1855) წ.წ.]]
იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიამ მიზნად დაისახა სრულად დაეპყრო დასავლეთ საქართველო და ამით დაესრულებინა ანექსიის პროცესი. რუსეთის აგრესიის მომდევნო მსხვერპლი [[გურიის სამთავრო]] გახდა. [[1804]] წელს როცა იმერეთის სამეფო რუსეთმა ძალადობრივად შეიყვანა პროტექტორატში, ელაზნაურის ტრაქტატის პირობები გავრცელდა გურიაზეც, რადგან გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს ვასალი იყო.მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია ელაზნაურის ტრაქტატი და დაიპყრო იმერეთის სამეფო გურიის მთავარმა მამია V, რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა,მთავრის ლოიალობის და ერთგულების სანაცვლოდ რუსეთი დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას.[[1810]] წელს გურიის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ტრაქტატის მიხედვით,გურია რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა,მთავარს ეზღუდებოდა საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება,ასევე მას უნდა გაეწია ყოველგვარი დახმარება რუსეთისთვის რასაც რუსები მოითხოვდნენ,უნდა განეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილები და უზრუნველეყო ისინი ბინით და საკვებით,ასევე რუს მაღალჩინოსნებს გარკვეულ შემთხვევებში ეძლეოდათ უფლება ჩარეულიყვნენ სამთავროს საშინაო საქმეებშიც.სანაცვლოდ გურიის მთავარი და მისი შთამომავლები ღებულობდნენიღებდნენ გარანტიას რომ მათ სამუდამოდ შეუნარჩუნდებოდათ მთავრის ტიტული,სამთავრო ინარჩუნებდა უაღრესად შეზღუდულ დამოუკიდებლობას და ღებულობდაიღებდა დაცვის გარანტიას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ადმინისტრაციულ პოლიტიკას კვლავაც მთავარი განაგებდა და საშინაო პოლიტიკასაც გარკვეული გამონაკლისების გარდა იგი წარმართავდა.<br />
თუმცა რუსეთს გურიის სამთავროს გაუქმება გადაწყეტილი ჰქონდა და სამთავროს ანექსია მხოლოდ დროის საკითხი იყო.[[1826]] წელს 26 ოქტომბერს გარდაიცვალა [[მამია V გურიელი]],მისი ადგილი მცირეწლოვანმა დავითმა დაიკავა,რომლის რეგენტად დედოფალი [[სოფიო გურიელი]] დაინიშნა,[[1828]] წელს [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]] დაიწყო,საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა [[გურია]]შიც,იმის მიუხედავად რომ გურიის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა ომში ოსმალეთის წინაღმდეგ,რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ხელსაყრელი მომენტი, 1828 წელს რუსეთის არმიის ნაწილები გურიაში შეიჭრნენ და სამთავრო გაუქმებულად გამოაცხადეს,რითაც დაარღვიეს 1810 წლის 19 ივნისს დადებული ხელშეკრულება .დედოფალი სოფიო თავის ოჯახთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.ამრიგად გურია გახდა მესამე პოლიტიკური ერთეული [[ქართლ-კახეთი]]ს და [[იმერეთი]]ს სამეფოების შემდეგ რომელიც [[რუსეთი]]ს აგრესიულ,იმპერიალისტურ პოლიტიკას ემსხვერპლა.