ფაუ-2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link FA|ja}} using AWB
→‎შეფასება: clean up, replaced: ღებულობდნენ → იღებდნენ using AWB
ხაზი 118:
მიუხედავად იმისა, რომ ფაუ-2 მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იარაღი იყო, სამხედრო მხრივ საკმაოდ არაეფექტური აღმოჩნდა. მართვის სისტემები მეტისმეტად პრიმიტიული იყო, რომ რომელიმე კონკრეტულ მიზანს დამიზნებოდა, ხოლო მისი ღირებულება დაახლოებით უდრიდა ოთხძრავიან ბომბდამშენს, რომელსაც უფრო ზუსტად შეეძლო მიზნის დაბომბვა, უფრო შორსაც მიფრინავდა, უფრო მეტი ბომბების წაღებაც შეეძლო და თან მისი გამოყენება მრავალჯერ იყო შესაძლებელი. ამას გარდა, ფაუ-2 დამუშავებამ და წარმოებამ მოითხოვა ის ხარჯები, რომელთა დახარჯვაც შესაძლებელი იყო უფრო საჭირო სხვა სამხედრო მიზნებზე. თუმცა, ფაუ-2 გამოყენებას ჰქონდა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტი, რადგან იგი განსხვავებით ბომბდამშენებისგან ან თვითმფრინავი-ჭურვისგან (ფაუ-1), რომლებიც ფრენის დროს დამახასიათებელ ხმას გამოსცემდნენ, ფაუ-2 უხმოდ დაფრინავდა, რაც მისგან თავდაცვის არანაირ საშუალებას არ იძლეოდა.
 
ფაუ-2 შექმნა და წარმოება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ [[დოლარი]] დაჯდა 1944 წლის ფასებში (21 მილიარდი აშშ დოლარი [[2005]] წლის კურსით). გერმანელებმა გამოუშვეს 6048 ფაუ-2, აქედან 3225 გაუშვეს (თითოეული 620 000 აშშ დოლარი ჯდებოდა 2005 წლის კურსით). ერთი ფაუ-2 ღირებულება უდრიდა 4 Tiger I ტანკის ან 8 Panzer IV [[ტანკი]]ს ღირებულებას. 6 000 გამოშვებული ფაუ-2 სანაცვლოდ გერმანელებს შეეძლოთ გამოეშვათ 48 000 ტანკი. თუმცა ასეთი შეფასება გადახედვას საჭიროებს. ნაცისტური გერმანიისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო წამყვანი სახელმწიფო სამხედრო მხრივ. 1944 წლის ბოლოსათვის გერმანიას არ ჰქონდა არც საწვავი და არც კვალიფიციური მუშახელი ამ ჰიპოთეტური 48 000 ტანკის გამოსაშვებად ან მათ ასამოქმედებლად. ხოლო ერთი ფაუ-2 საჭირო საწვავს 30 ტონა კარტოფილიდან ღებულობდნენიღებდნენ. ფაუ-2 გერმანელებისთვის იყო უკანასკნელი იმედი, რომ ომში გარდატეხა შეეტენათ მათ სასარგებლოდ (ამიტომ ბომბავდნენ ანტვერპენს) და დიდი სურვილი, რომ „დაესაჯათ“ მათი მტრები (ამიტომ ბომბავდნენ ლონდონს), რომელთა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება უკვე აღარ იყო საეჭვო. მოკლედ, ფაუ-2 მნიშვნელოვანი იყო ნაცისტური გერმანიის მესვეურთათვის, მიუხედავად ამ რაკეტის არცთუ ისე დიდი სამხედრო ღირებულებისა.
 
ფაუ-2 არ ჰქონდა რადიოამფეთქი, ასე რომ საჰაერო აფეთქებისათვის იგი არ გამოდგებოდა. ფაუ-2 მიწაზე ეცემოდა, ვიდრე მისი საბრძოლო თავი ფეთქდებოდა. ეს მის ეფექტურობას ამცირებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფაუ-2“-დან