დანიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ღებულობდნენ → იღებდნენ, ღებულობდა → იღებდა using AWB
(Bot: 47 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q171724)
(clean up, replaced: ღებულობდნენ → იღებდნენ, ღებულობდა → იღებდა using AWB)
[[ფაილი:Пророк Даниил.russia17.jpg|thumb|200px|დანიელ წინასწარმეტყველი, რუსეთი, XVII ს.]]
[[ფაილი:Daniel-prophet.jpg|thumb|left|დანიელ წინასწარმეტყველის [[რუსეთი|რუსული]] [[ ხატი]]. [[XVIII საუკუნე]]. ხელში მისივე წინასწარმეტყველებით, თითით კი მიანიშნებს ”ადგილიდან ხელისუკვრელად მოწყვეტილ ლოდზე” (დან. 2:34-35). [[კიჟი]]ს [[მონასტერი]]. [[რუსეთი]].]]
'''დანიელი''' ([[ებრ.]]: דָּנִיּאֵל, <small>თანამედროვე</small> Daniyyel <small>ტიბერიული</small> Dāniyyêl ;[[სპარს.]]: دانيال, Dâniyal <small>ან</small> Danial, <small>ასევე</small> Dani, داني ; [[არაბ.]]: دانيال, Danyal "მსაჯული ჩემი–ღმერთი" [[ძვ. წ. VI საუკუნე|600 წ. ქრისტეს შობამდე]]. ხსენების დღე: <small>ძვ.სტ.</small> [[17 დეკემბერი|17.12]]; <small>ახ. სტ.</small> [[30 დეკემბერი|30.12]]) [[დანიელის წიგნი]]ს ცენტრალური ფიგურა, [[ბიბლია|ბიბლიის]] ერთ-ერთი უდიდესი [[წინასწარმეტყველი#ქრისტიანობაში|წინასწარმეტყველი]].
 
== დანიელის ცხოვრება ==
როდესაც [[ნაბუქოდონოსორ II|ნაბუქოდონოსორი]] შეიჭრა [[იუდეა]]ში და დაანგრია წმინდა ქალაქი [[იერუსალიმი]], ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანა [[ბაბილონი|ბაბილონში]]. მეფემ საჭურისთა მთავარს უბრძანა, ტყვეთა შორის გამოერჩია სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და [[ქალდეველები|ქალდეველთა]] მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. მეფის ბრძანება შეასრულეს. მეფემ ყმაწვილებს განუწესა ულუფა თავისი სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. მან ბრძანა სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ისე წარედგინათ მის წინაშე. ამ ყმაწვილებში [[იუდეა|იუდაელთაგან]] იყვნენ: დანიელი, (ხ)ანანია, (ყ)აზარია და მისაელი. სასახლეში მათ სახელები შეუცვალეს: დანიელს - ბელტეშაცარი უწოდეს, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო. დანიელმა გადაწყვიტა არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფითა და ღვინით, ვინაიდან ეს ულუფა იმ [[ცხოველები|ცხოველთა]] და [[ფრინველები|ფრინველთა]] ხორცით მზადდებოდა, რომლის ჭამაც აკრძალული იყო [[მოსე]]ს [[მოსეს რჯული|რჯულით]] და ამასთან ის ხორცი ბაბილონის [[ღმერთი]]ს შესაწირიდან იყო. მან საჭურისთა მთავარს სთხოვა მისთვის და მისი სამი მეგობრისთვის ეძლიათ მხოლოდ [[ბოსტნეული]] და წყალი. საჭურისთა მთავარს პირველად შეეშინდა, ვაითუ ყმაწვილები გახდნენ და მეფე გამირისხდესო, მაგრამ დანიელმა სთხოვა, რომ ათი დღე გამოეცადა ისინი. ათი დღის შემდეგ ყმაწვილებს სახე უფრო გაულამაზდათ და ტანადაც უფრო სრულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ის ჭაბუკები, სამეფო სუფრიდან რომ ღებულობდნენიღებდნენ ულუფას.
 
[[ფაილი:Michelangelo Buonarroti 026.jpg|thumb|left|300px|წინასწარმეტყველი დანიელი. [[მიქელანჯელო]]. [[სიქსტეს კაპელა]]ს ჭერის მოხატულობა.]]
დედოფალმა ეს რომ გაიგო, პალატში შევიდა და მეფეს უთხრა, რომ დანიელში არის ღმერთის სული, გონიერება და ცოდნა, უნარი სიზმრების ახსნისა, იგავთა განმარტებისა და ხლართების გახსნისა. მოიყვანეს დანიელი და მეფემ სთხოვა, ამოეკითხა ის გაუგებარი სიტყვები და განემარტა მათი მნიშვნელობა.
 
დანიელმა ბელსაცარს უთხრა, რომ ღმერთი მრისხანებდა მის ამპარტავნებასა და გულმხეცობაზე. და იმის გამოც, რომ წმინდა სასმისებით სვამდა ღვინოს და ამ დროს კერპებს ადიდებდა. მან უთხრა, რომ კედელზე წერია: ”მენე, მენე, თეკელ უფარსინ”. და ეს სიტყვები ასე განიმარტება: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღეები და დაასრულა იგი; თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; უფარსინ - გაიყოფა შენი სამეფო და [[მიდია|მიდიელებსა]] და [[სპარსელები|სპარსელებს]] მიეცემა იგი.
 
მაშინ მეფის ბრძანებით დანიელს [[ძოწი|ძოწეული]] ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამოფოს მესამედმთავრად გამოაცხადეს.
 
[[ფაილი:Daniellion.jpg|thumb|300px|დანიელის პასუხი მეფის შეკითხვაზე. [[ბრაიტონ რივერი]]ს ნამუშევარი. [[1890]] წ.]]
დანიელი ბრძანების მიუხედავად, არ წყვეტდა ღმერთის მიმართ ლოცვას. მას ჩვეულებად ჰქონდა დღეში სამჯერ მოეყარა მუხლი და ელოცა თავისი ქორედის სარკმელთან. ლოცვაში დანიელი ღებულობდაიღებდა ძალას, ნუგეშსა და კურთხევას. ხალხი, რომელთაც სძულდათ დანიელი, დაუდარაჯდნენ და თავს მაშინ წაადგნენ, როდესაც იგი ლოცულობდა უფლის წინაშე და მოწყალებას სთხოვდა მას.<ref>(დან. 6,1-11)</ref> დანიელის მოძულენი მივიდნენ დარიოს მეფესთან და უთხრეს, რომ დანიელი მეფეს არად აგდებდა, არც მის ბრძანებას მიიჩნდვდა რამედ, დღეში სამჯერ ლოცულობდა თავისი ღმერთის მიმართ. ეს რომ მეფემ გაიგონა, დაღონდა და გადაწყვიტა რაიმეთი ეშველა დანიელისათვის, მაგრამ მეფეს უმალვე მოაგონეს, რომ მისი ხელით გამოცემული ბრძანების დარღვევა არ შეიძლებოდა. მაშინ მეფემ ბრძანა დანიელი [[ლომი|ლომების]] ხაროში ჩაეგდოთ. დარიოსმა იცოდა რა, რომ დანიელის ღმერთი დიდი ღმერთი იყო, უთხრა მას: შენი ღმერთი, რომელსაც შენ ერთგულად ემსახურები, ის გადაგარჩენსო. შემდგომ მეფე დაბრუნდა სასახლეში და შეწუხებული უვახშმოდ დაწვა. მას მთელი ღამე არ სძინებია. განთიადზე ის ხაროსთან მივიდა და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: ცოცხალი ღმერთის მსახურო დანიელ, თუ შეძლო შენი გადარჩენა იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებიო? დანიელი გამოეპასუხა დარიოსს: ჩემმა ღმერთმა [[ანგელოზი]] გამომიგზავნა, მან პირი შეუკრა ლომებს და მათაც არა მავნეს რა, ღვთის წინაშე სუფთა აღმოვჩნდი. და არც შენს წინაშე მიმიძღვის ბრალიო. დიდად გაიხარა დარიოსმა და ბრძანა მისი ხაროდან ამოყვანა. მან ნახა, რომ დანიელი მართლაც უვნებელი იყო. მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ის ხალხი, რომლებმაც დააბეზღეს უცოდველი დანიელი და ლომებთან ჩაყარეს. მხეცებმაც ჰაერშივე დაიჭირეს და დაფლითეს ისინი.
[[ფაილი:Daniel Barry Kent.JPG|thumb|left|200px|[[დანიელის საფლავი]]. [[სუზი]].]]
 
ამის შემდგომ დარიოსმა [[ეპისტოლე]]ები დაწერა და თავისი სამეფოს ყოველ კუთხეში გააგზავნა. ამ წერილებით იგი ბრძანებდა, რომ ყველას ეღიარებინა დანიელის ღმერთი, რადგან იგი არის ცოცხალი ღმერთი, რომლის ხელმწიფება მარადიული და დაუსრულებელია. იგი ეხმარება და იხსნის მისი სახელის მოიმედეებს, სასწაულებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომებისაგან.
 
დანიელის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი კვიროს მეფის დროსაც ცოცხალი იყო<ref>(დან. 10:1)</ref>, ე.ი. უკვე ას წელს მიღწეული. დანიელს უცხო მიწაზე 80 წელზე მეტ ხანს მოუწია ცხოვრება. სავარაუდოდ გარდაიცვალა ქალაქ [[სუზი]]ში, [[ირანი]]. გადმოცემის თანახმად, აქვე მდებარეობს მისი საფლავი. თუმცაღა არსებობს უამრავი სხვა ვერსია: [[კირკური]] ([[ერაყი]]), ასევე [[ბაბილონი]], [[ეგვიპტე]], [[სამარყანდი]] ([[უზბეკეთი]]), [[ტარსუსი]] ([[თურქეთი]])...
* [http://www.bible.org/page.asp?page_id=1576 Who is Ezekiel's Daniel? : The Ugaritic Danel]
* [http://www.livius.org/da-dd/daniel/11_comm.html Daniel 11 in Context]
 
[[კატეგორია:დანიელი|*]]
[[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]]
[[კატეგორია:წინასწარმეტყველები ქრისტიანობაში]]
 
== სქოლიო ==
 
{{ბიბლიის წინასწარმეტყველნი}}
 
[[კატეგორია:დანიელი|*]]
[[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]]
[[კატეგორია:წინასწარმეტყველები ქრისტიანობაში]]
49,737

რედაქტირება