ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ღებულობს → იღებს (2) using AWB
→‎სინხაის რევოლუცია: clean up, replaced: ღებულობენ → იღებენ using AWB
ხაზი 34:
განუწყვეტელი ამბოხებები, სამხედროების უნდისციპლინობა, ვაჭრებსა და მოხელეების უმართავი და პროვოკაციული მოქმედებანი ცხადად ადასტურებდა, რომ რევოლუციის გამარჯვაბისთვის საჭირო იყო დისციპლინირებული, საომრად მზადმყოფი არმია, მაგრამ ძველი გენერლების ნდობა მეტად სათუო იყო 1922 წლის მოვლენების შემდეგ. ამიტომაც სუნ იატსენმა დახმარებისათვის [[რუსეთი|რუსეთს]] მიმართა. 1923 წლის 16 აგვისტოს გომინდანის დელეგაცია ჩან კაი-შის ხელმძღვანელობით [[მოსკოვი|მოსკოვში]] გაემგზავრა, სადაც ისინი კარგად მიიღეს. მოსკოვში დელეგაციას სამი თვის განმავლობაში უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას პოლიტიკურ და სამხედრო-რევოლუციური ბრძოლის მეთოდებში, კონსულტაციებს ატარებდნენ ბოლშევიკური რუსეთის ცნობილი მოღვაწეები.
 
ამავე დროს გუანჯოუში ჩამოდის რუსეთის სამხედრო მრჩევლები, რომლებიც რევოლუციური ჯარის ორგანიზებაში ღებულობენიღებენ მონაწილეობას, იქმნება არმიის პოლიტიკური ორგანოები და ინიშნება კომისრები, რომელბმაც უნდა უზრუნველყონ ჯარის რევოლუციური შემართება და მაღალი საბრძოლო მზადყოფნა. გუანჯოუსთან ახლოს რუსეთის სახსრებით იქმნება სამხედრო რევოლუციური სკოლა, რომლის უფროსად ინიშნება ჩან კაი-ში.
 
1925 წელს [[სუნ იატსენი]] გარდაიცვალა, რამაც გომინდანის ხელმძღვანელობაში პოლიტიკური სიტუაცია უაღრესად დაძაბა. ამ პირობებში ჩან კაი-შიმ პოლიტიკური წინდახედულობა გამოიჩინა და არ მონაწილეობდა გომინდანის ლიდერებს შორის გამართულ პოლიტიკურ ბრძოლაში, მისი საქმე ბრძოლისუნარიანი, რევოლუციური ჯარის შექმნა იყო, რომელიც შემდეგ ჩინეთის რესპუბლიკის გამაერთიანებელი ძალა უნდა გამხდარიყო. 1925 წლის მაისში მას გომინდანის ჯარების მთავარსარდლად ნიშნავენ, თუმცა პოლიტიკური ძალაუფლება მის ხელში ჯერ არ იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან