თირკმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ღებულობენ → იღებენ (3) using AWB
ხაზი 14:
თირკმლის ძირითად სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს ნეფრონი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციის მქონე რამდენიმე ნაწილისგან.
 
ნეფრონი შედგება კაპილარული მარყუჟების გორგლისგან, რომელიც მდებარეობს შუმლიანსკ-ბაუმენის კაფსულაში, მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის; პროქსიმალური მილაკისგან; ჰენლის მარყუჟისგან; შემკრებ მილაკში ჩამავალი დისტალური მილაკისგან. შემკრები მილაკი ასრულებს მილაკების სისტემას და მორფოლოგიურად აღარ მიეკუთვნება ნეფრონს. გორგლის მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის განლაგებულია იუქსტაგლომერული კომპლექსი, მათ შორის უჯრედები, რომლებიც ახდენენ რენინის სეკრეციას - პროტეინაზების ქვეკლასის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს (ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას) ანგიოტენზინოგენის ანგიოტენზინში გარდაქმნის პროცესში. თითოეული თირკმელი შეიცავს 1-1,2 მლნ. ნეფრონს, რომელთა დაახლოებით 85% განლაგებულია ქერქოვან შრეში, ხოლო 15% - ქერქოვანი და ტვინოვანი შრეების საზღვარზე. იუქსტაგლომერული ნეფრონები უშუალო მონაწილეობას ღებულობენიღებენ შარდის ოსმოსური კონცეტრაციის შექმნის პროცესებში.
ფიზიოლოგია. თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი - ჰომეოსტაზის რეგულაცია: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობას ღებულობენიღებენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში და მათ გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმლების ზემოთჩამოთვლილი ფუნქციების უმეტესობის უზრუნველყოფა ხორციელდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია), ულტრაფილტრატის ნაწილის რეაბსორბციით (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერებების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. თირკმლები, აგრეთვე ახორციელებენ ინკრეტორულ ფუნქციებს, რაც მდგომარეობს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი D3, პროსტაგლანდინები და სხ.) სინთეზში.
 
შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლოვანი ფილტრაციით, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია რიგ ჰემოდინამიკურ ფაქტორებზე, უპირველეს ყოვლისა, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების მოცულობაზე, რომლის რეგულირებაც, ძირითადად, ხორციელდება ვაზოაქტიური სუბსტანციების (ადრენალინი, ანგიოტენზინი, პროსტაგლანდინები, ბრადიკინინი და სხ.), სიმპათიკური ნერვების, ჰორმონების მეშვეობით. თირკმლები შეიცავენ დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს, რომელთა საერთო წინააღმდეგობა არც თუ დიდია, ამიტომაც, თირკმლებში, ყოველ წუთში, ხვდება გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25%.
ხაზი 42:
თირკმლების საშუალებით მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რეგულაცია, ძირითადად, ხორციელდება ნატრიუმის ბიკარბონატის რეაბსორბციის და სხვადასხვა მჟავა ნაერთების (ამონიუმის ქლორიდი, ერთჩანაცვლებითი ფოსფატი და სხ.) სახით წყალბადის იონების სეკრეციის გზით. შარდთან ერთად H+ იონების სადღეღამისო ექსკრეცია, ნორმაში შეადგენს 50-70 მმოლ.
 
თირკმლების ინკრეტორული და მეტაბოლური ფუნქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში მიმდინარე რიგი ფიზიოლოგიური პროცესების ჰუმორულ რეგულაციაში. რენინის სეკრეციის გარდა, თირკმლები მონაწილეობენ ზოგიერთი ჰორმონის შუალედური ცვლის პროცესებში, კერძოდ ინსულინის, ანტიდიურეზული ჰორმონის, ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის, ანგიოტენზინის, გასტრინის კატაბოლიზმში, D ვიტამინის მის ყველაზე აქტიურ ფორმაში - 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) - გარდაქმნაში, აგრეთვე ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, მათ შორის პროსტაგლანდინები E2 და F2, აგრეთვე სისხლმომარაგების გამაძლიერებელი და ნატრიურეზის მასტიმულირებელი ზოგიერთი კინინის სინთეზში და სეკრეციაში. თირკმლებში სინთეზირდება ერითროპოეზის მარეგულირებელი ნივთიერებები. აღნიშნულ ნივთიერებებს შორის გამოყოფენ ერითროგენინს, მააქტივირებელ, ღვიძლისმიერ ერითროპოეტინოგენს, რის შედეგადაც სისხლში ჩნდება ერითროპოეტინი; თირკმლების მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია პროერითროპოეტინის სეკრეცია. თირკმლები მონაწილეობას ღებულობენიღებენ სისხლის შედედების პროცესებში. ისინი გამოიმუშავებენ უროკინაზას; მათ მიერ ხორციელდება ჰეპარინის და ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების მეტაბოლიზმი. თირკმლების მეტაბოლური ფუნქცია, აგრეთვე განისაზღვრება გლუკოზის სინთეზში მათი მონაწილეობით (თირკმლისმიერი გლუკონეოგენეზი), თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვით, ფოსფოლიპიდების სინთეზით.
 
თირკმლების ფიზიოლოგიის ასაკობრივი თავისებურებები ხასიათდება თირკმლების ჰომეოსტაზური ფუნქციების შედარებით შენელებული ჩამოყალიბებით ბავშვებში და ამ ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებით ხანშიშესული ასაკის პირებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თირკმელი“-დან