ვეშაპისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ →ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|sv}} using AWB |
მ clean up, replaced: ღებულობენ → იღებენ using AWB |
||
ხაზი 17:
'''ვეშაპისნაირნი''' ({{lang-la|Cetacea}}) — წყლის [[ძუძუმწოვრები]]ს რიგი. აქვთ 1-2 მ-იდან — 33 მ-მდე სიგრძის თითისტარისებრი სხეული, რომელიც ჰორიზონტალური ორპალოტიანი კუდით ბოლოვდება. ბალნიანი საფარველი, გარეთა ყური, ოფლისა და თებოს ჯირკვლები რედუცირებულია. ხერხემალში გავის განყოფილება არ გააჩნიათ. აქვთ 17-მდე წყვილი ნეკნი, რომელთაგან მხოლოდ 1-10 წყვილი უკავშირდება მკერდს. [[ლავიწი]] არა აქვთ. ბეჭი მარაოსებრია. მხრის ძვალი მოკლე და მსხვილია, წინამხრის ძვლები მოკლეა. თითებში (4 ან 5) ფალანგების რიცხვი გადიდებულია. წინა კიდურები ფარფლებადაა გადაქცეული, ხოლო უკანა არა აქვთ (შემორჩენილია მხოლოდ მენჯის ნაშთები). ვეშაპისნაირთ [[ჟანგბადი]]ს მარაგის განუახლებლად დიდხანს შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა (კაშალოტებს 1,4 საათამდე), რაც გაპირობებულია სუნთქვის ცენტრის დაქვეითებული მგრძნობელობით სისხლში CO<sub>2</sub>-ის დაგროვებისადმი, ფილტვების დიდი მოცულობით და კუნთოვანი [[მიოგლობინი]]ს დიდი რაოდენობით. ყველაფერი ეს საშუალებას აძლევს ვეშაპისნაირთ წყლის ზედაპირიდან თან ჩაიტანონ დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც მეტად ეკონომიურად იხარჯება.
ყვინთვის დროს გულის მოქმედება (პულსი) ორჯერ და უფრო მეტჯერ ნელდება, ხოლო სისხლი იმგვარად მოძრაობს, რომ ჟანგბადით უპირველეს ყოვლისა თავის ტვინი და გულის კუნთი მარაგდება. ხანგრძლივად ყვინთვისას ეს ორგანოები ჟანგბადს
ვეშაპისნაირნი:
|