მარწყვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|nds-nl}} using AWB
clean up, replaced: ღებულობენ → იღებენ using AWB
ხაზი 14:
'''მარწყვი''' ({{lang-la|Fragaria}}) — მცენარეთა გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. [[საქართველო]]ში ველურად იზრდება 3 სახეობა. [[ტყის მარწყვი]] (Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. [[მწვანე მარწყვი]] (Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; [[მუშკის მარწყვი]] (Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.
 
მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ [[ბაღის მარწყვი]] (Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს ღებულობენიღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ. საქართველოში — [[ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი|ლაგოდეხისა]] და [[ყვარლის მუნიციპალიტეტი|ყვარლის მუნიციპალიტეტებში]], მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს ([[მურაბა]], [[პასტილა]], [[წვენი]]). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი ''მავნებლებია'' ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. ''დაავადებები'' — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარწყვი“-დან