ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ღებულობს → იღებს (2) using AWB
(→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|sv}}, {{Link GA|zh}} using AWB)
(clean up, replaced: ღებულობს → იღებს (2) using AWB)
1906-1911 წლებში ”ტუმენჰოის” ხელმძღვანელობით ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ეწყობოდა ლოკალური ხასიათის ანტიმანჯურიული შეიარაღებული გამოსვლები. 1911 წლის ძლევამოსილმა [[უჩანის აჯანყება]]მ დასაბამი მისცა „[[სინხაის რევოლუცია]]ს“. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით 1911 წლის 10 ოქტომბერს ქ. უჩანში, ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით ”სინჰაის” წელს. რევოლუცია, რომლის მამოძრავებელი ძალები იყო ეროვნული ბურჟუაზია, გლეხობა, მუშები, ლიბერალი მემამულეები, სწრაფად გავრცელდა ჩინეთის უმეტეს რაიონებში. ნოემბრის ბოლოსათვის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციები და მნიშვნელოვანი ქალაქები რევოლუციას მიემხრნენ და [[მანჯურიის დინასტია|მანჯურიის დინასტიის]] ხელისუფლება ვეღარ ფლობდა მართვის სადავეებს. აჯანყებულ რაიონებს სათავეში ჩაუდგნენ ლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლობები. ”სინჰაის რევოლუციამ” ფაქტობრივად დაამხო მანჯურთა დინასტა და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. [[ფაილი:Long and Chiang.jpg|left|thumb|250px|ლონგ იანი და ჩან კაი–ში]]
 
1911 წლის 29 დეკემბრის აჯანყებული პროვინციების კრებამ [[ნანკინი|ნანკინში]] რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად სუნ იატსენი აირჩია, ნანკინში შეკრებილი 17 პროვინციიდან 16-მა დელეგაციამ ხმა მისცა სუნ იატსენს. 1912 წლის 1 იანვარს შედგა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს დღე ითვლება ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების დღედ. იწყება დაუცხრომელი მუშაობა რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობისათვის, სუნის მონაწილეობით შემუშავდა პირველი კონსტიტუცია, 1912 წლის 12 თებერვალს იმპერატორი გადადგა ტახტიდან, მალე “ტუმენჰოი” ღებულობსიღებს ახალ პროგრამას – გათვალისწინებულია საყოველთაო განათლება, ქალებისა და მამააცების პოლიტიკურ უფლებათა გათანაბრება და სხვა.
 
მაგრამ დიდმა ქვეყნებმა არ სცნეს ნანკინის მთავრობა. რეაქციის ზეწოლით რევოლუციის ბანაკის შეთანხმებულმა ნაწილმა [[იუან ში-კაი]] მოითხოვა პრეზიდენტად, რომელიც მნიშვნელოვან სამხედრო ძალას განაგებდა. ეროვნული ერთიანობის მიღწევისა და სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად 1912 წლის 1 აპრილს სუნ იატსენმა თავიდან მოიხსნა პრეზიდენტის უფლებამოვალეობა იუან ში-კაის სასარგებლოდ. დროებით პრეზიდენტად არჩეულ იქნა იუან ში კაი.
1927 წელსვე გამწვავდა ურთიერთობა რევოლუციური ძალების ორ განშტოებას – კომუნისტებსა და გომინდანს შორის. [[იანძი]]ზე გადასვლის შემდეგ ფაქტურად ორხელისუფლებიანობა დამყარდა. უხანში კომუნისტები დაბანაკდნენ, ნანჩანში – გომინდანი, სადაც შეიქმნა ახალი ეროვნული მთავრობა. თუმცა ორხელისუფლებიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა – პოლიტიკური ინტრიგების შედეგად ჩანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ყველა თანამდებობა, გარდა ეროვნულ-რევოლუციური ჯარების მთავარსარდლობისა.
 
ჩან კაი-ში გამოწვევას ღებულობსიღებს და იწყებს ბრძოლას კომუნისტების წინააღმდეგ დევიზით – ”სახლში წესრიგის მოყვანის კამპანია”. ამასთან არ წყვეტს ურთიერთობებს მოსკოვთან, თუმცა მავე დროს დაიწყო მოკავშირეების ძებნა დასავლეთში.
 
== ომი იაპონიათან ==
49 737

რედაქტირება