მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ღებულობს → იღებს using AWB
ხაზი 20:
| საიტი =
}}
'''მიხეილ ვასილის ძე ლომონოსოვი''' ({{lang-ru|Михаил Васильевич Ломоносов;}} დ. [[19 ნოემბერი]] <small>[ძვ. სტ. 8 ნოემბერი]</small> [[1711]], [[არხანგელსკის გუბერნია]], სოფ. [[დენისოვკა]] (ახლანდ. სოფელი ლომონოსოვო) — გ. [[15 აპრილი]] <small>[ძვ. სტ. 4 აპრილი]</small> [[1765]], [[პეტერბურგი]]) — მსოფლიო მნიშვნელობის პირველი რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველი, ენციკლოპედისტი, ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, [[პოეტი]], თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის შემქმნელი, [[მხატვარი]], [[ისტორია|ისტორიკოსი]], დამოუკიდებელი რუსული მეცნიერების მებაირახტრე.
 
== ბიოგრაფია ==
[[1730|1730 წელს]] ლომონოსოვმა დატოვა მამის ოჯახი და გაემგზავრა [[მოსკოვი|მოსკოვს]]. [[1731|1731 წელს]] სწავლას იწყებს ზაიკონოსასკის მონასტერთან არსებულ მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში. [[1735|1735 წელს]] სხვა წარჩინებულ მოწაფეებთან ერთად ლომონოსოვი გაგზავნეს [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] აკადემიის უნივერსიტეტში ჩასარიცხავად, ხოლო [[1736|1736 წელს]] მიავლინეს გერმანიაში [[ქიმია|ქიმიისა]] და [[მეტალურგია|მეტალურგიის]] შესასწავლად. საზღვარგარეთ ლომონოსოვი [[1741]] წლამდე დარჩა. [[რუსეთი|რუსეთში]] დაბრუნების შემდეგ ლომონოსოვი დაინიშნა ([[1742]]) მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კლასის ადიუნქტად, ხოლო [[1745]] წლის აგვისტოში აირჩიეს ქიმიის პროფესორის ([[აკადემიკოსი|აკადემიკოსის]]) თანამდებობაზე. [[1746|1746 წელს]] ლომონოსოვმა პირველმა დაიწყო საჯაროდ ლექციების კითხვა [[ფიზიკა]]ში რუსულ ენაზე; გამოაქვეყნა ჰ. ვოლფის „ექსპერიმენტული ფიზიკა“ მოკლე შინაარსის რუსული თარგმანი. [[1748|1748 წელს]] ლომონოსოვის თხოვნით მისთვის ააშენეს [[რუსეთი|რუსეთში]] პირველი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია.
 
ლომონოსოვის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს 3 პერიოდად: [[1748]]-მდე იგი ძირითად [[ფიზიკა|ფიზიკისა]] და [[ქიმია|ქიმიის]] საკითხებზე მუშაობდა, [[1748]]-იდან უმეტესად [[ქიმია|ქიმიურ პროცესებს]] სწავლობდა, ხოლო [[1753]]-იდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ბუნებისმეტყველებისა და გამოყენებითი მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საქმეს რუსეთში. მისი თაოსნობის შედეგად [[1755]] წელს მოსკოვში შეიქმნა [[მოსკოვის უნივერსიტეტი|უნივერსიტეტი]], რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.
[[ფაილი:MGU (Moscow State University) New building-3.jpg|მინი|მარცხნივ|180პქ|მიხეილ ლომონოსოვის ძეგლი. [[მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]]]
ლომონოსოვის მეცნიერული გამოკვლევები [[ქიმია]]სა და [[ფიზიკა]]ში ემყარებოდა წარმოდგენებს ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აღნაგობის შესახებ. ლომონოსოვმა გადაწყვიტა ამ წარმოდგენების საფუძველზე დაეწერა დიდი „კორპუსკულური ფილოსოფია″. ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა; მისი ფიზ. და ქიმ. შრომების დიდი ნაწილი უნდა განვიხილოთ როგორც მოსამზადებელი მასალა ამ სამუშაოსათვის. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო მოძღვრების განვითარება მატერიის „არამგრძნობიარე″ (ე. ი. არასაგრძნობი) ნაწილაკების — „კორპუსკულების″ (მოლეკულების) შესახებ. ლომონოსოვს შესაძლებლად მიაჩნდა ნივთიერების ყველა თვისების ამომწურავად ახსნა კორპუსკულების სხვადასხვა წმინდა მექანიკური მოძრაობის შესახებ არსებული წარმოდგენების მეშვეობით (კორპუსკულები ატომებისაგან შედგება). ამრიგად, ლომონოსოვის თეორიაში არ არის განხილული [[ცეცხლი]]ს, [[სინათლე|სინათლის]], სითბოს მატერიები და სხვა სპეც. მატერიები (მთელი სივრცის შემავსებელი ეთერის გამოკლებით).
მან დაუშვა, რომ სითბოს განაპირობებს ნივთიერების ნაწილაკთა ბრუნვითი მოძრაობა. მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიას ლომონოსოვმა საფუძვლად დაუდო მოძრაობისა და მატერიის შენახვის ფილოს. პრინციპის თავისი ფორმულირება: „... [[ბუნება]]ში მომხდარი ყველა ცვლილება მდგომარეობის არსის მიხედვით ისეთია, რომ რამდენიც ერთ სხეულს წაერთმევა, იმდენივე დაემატება მეორეს. ბუნების ეს საყოველთაო კანონი ვრცელდება მოძრაობის წესებზეც: რადგან სხეული, რომელიც თავისი ძალით ამოძრავებს მეორეს, რამდენსაც თვითონ კარგავს, იმდენს ანიჭებს მეორეს, რომელიც მისგან მოძრაობას ღებულობს″იღებს″ (Полн. собр., т. 3, 1952, с. 383). ლომონოსოვი თვლიდა, რომ ნივთიერებისა და მოძრაობის შენახვის კანონები ძირითადი კანონებია, რომლებიც არ მოითხოვს შემოწმებას ბუნებისმეტყველების აქსიომებით.
 
ლომონოსოვმა „ცეცხლოვანი მატერიის″ (ფლოგისტონის) შესახებ მოძღვრების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად გაიმეორა [[რობერტ ბოილი]]ს ცდა, რომელმაც დახშულ ჭურჭელში მოათავსა [[ლითონი]] და გააცხელა იგი. ჭურჭლის გახსნის შემდეგ ბოილმა აწონა ჭურჭელი მასში წარმოქმნილი ხენჯით, და აღმოაჩინა, რომ დამწვარი ლითონი უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე სუფთა ლითონი, რაც „ცეცხლოვანი მატერიის″ მინის კედლებში შეღწევით ახსნა. ლომონოსოვმა ბოილისაგან განსხვავებით ლითონის შემცველი ჭურჭლის გაცხელების შემდეგ მასში [[ჰაერი]] არ შეუშვა და წონა უცვლელი დარჩა. ლომონოსოვი დარწმუნდა, რომ „სახელოვანი რობერტ ბოილის აზრი მცდარია ვინაიდან გარე ჰაერის შეუშვებლად დამწვარი ლითონის წონა უცვლელი რჩება″. ამგვარად, ლომონოსოვმა თავისი თანამედროვე მეცნიერებისაგან განსხვავებით „ცეცხლოვანი მატერია″ გამორიცხა ქიმ. აგენტების სიიდან და ახლო მივიდა წვისა და ჟანგვის პროცესების სწორ გაგებასთან. ლომონოსოვს ღრმად ესმოდა ქიმიისა და ფიზიკის კავშირი. [[1752]]-[[1753]] წწ. მან წაუკითხა სტუდენტებს კურსი „ჭეშმარიტი ფიზიკური ქიმიის შესავალი″. ლომონოსოვმა დაამუშავა ქიმიური ობიექტების ფიზიკურად გამოსაკვლევი ხელსაწყოები (ვისკოზიმეტრი - სიბლანტის გასაზომად, რეფრაქტომეტრი -
ხაზი 63:
 
{{DEFAULTSORT:ლომონოსოვი, მიხეილ}}
 
[[კატეგორია:რუსი ასტრონომები]]
[[კატეგორია:რუსი ფიზიკოსები]]