რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎აჯანყება გურიაში (1841): clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
→‎აჯანყება გურიაში (1841): clean up, replaced: ერთის მხრივ → ერთი მხრივ using AWB
ხაზი 89:
=== აჯანყება გურიაში (1841) ===
[[ფაილი:Coat of Arms of Kutais Governorate.png|მინი|ქუთაისის გუბერნიის გერბი (1846-1917) წ.წ.]]
[[1841]] წლის მაისში [[გურია]]ში დაიწყო მასშტაბური ანტიკოლონიალური [[აჯანყება]],აჯანყებაში მონაწილეობდნენ როგორც გლეხები,ასევე თავად-აზნაურებიც.გურიაში შექმნილი იყო მძიმე სოციალური მდგომარეობა,თუმცა აჯანყების მიზეზი არა გლეხების თავადებთან დაპირისპირება იყო, არამედ გურიის მოსახლეობის მცდელობა გაეთავისუფლებინათ [[საქართველო]]ს ეს მხარე დამპყრობლებისგან.[[1828]] წელს მას შემდეგ რაც [[გურიის სამთავრო]] გააუქმა რუსეთის იმპერატორმა [[ნიკოლოზ I]],გურიაში [[რუსეთი]]ს პირდაპირი მმართველობა არ დამყარებულა,არამედ შეიქმნა თავად-აზნაურების საბჭო რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადაზნაურები ხოლო მათ ხელმძღვანელობდა ოკუპანტების მიერ დანიშნული რუსი ოფიცერი.ეს ცხადია დროებითი ღონისძიება იყო რუსეთის მხრიდან რათა კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება არ გამოეწვია მოსახლეობაში,[[1840]] წელს იმპერიამ ჩათვალა რომ ამ საბჭოს არსებობა უკვე აღარ იყო საჭირო და გააუქმა იგი.ამ ქმედებამ გამოიწვია დიდი უკმაყოფილება გურიის მოსახლეობის ყველა ფენაში,დაიწყო აჯანყებისთვის მზადება.აჯანყების დაწყება დააჩქარა,რუსი სამხედროების აღვირახსნილმა ქცევამ გურიაში,ასევე გადასახადების გაზრდამ და მოსახლეობის ისედაც ღარიბი ფენის კიდევ უფრო გაღარიბებამ,ბოლო წვეთი აღმოჩნდა გავრცელებული ხმები იმის შესახებ რომ იმპერია აპირებდა დაეწყო გურიის მოსახლეობის რუსეთის არმიაში გაწვევა,რაც ბუნებრივია მიუღებელი იყო მოსახლეობისთვის.<br />ამბოხება დაიწყო სოფელ [[აკეთი|აკეთში]] [[1841]] წლის მაისში,აჯანყებულებმა გადაწყვიტეს მიეღწიათ [[ოსმალეთი]]ს საზღვრამდე სადაც მათ შეურთდებოდა [[ჰასან-ბეგ თავდგირიძე]] ([[ქობულეთი]]ს ბეგი) თავისი ლაშქრით.თუმცა მოგვიანებით აჯანყებულებმა გეგმა შეცვალეს.აჯანყების ჩასახშობად გაიგზავნა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები,პოლკოვნიკ [[ბრუსილოვი]]ს მეთაურობით,ბრუსილოვმა შეძლო თავის შენაერთებთან ერთად [[ოზურგეთი]]ს დაკავება თუმცა აჯანყება ვერ ჩაახშო, პირიქით იგი უფრო გაძლიერდა.ამბოხში მონაწილეობდა 7 000 მეტი [[ქართველები|ქართველი]],მათ შეძლეს და დაიკავეს ყველა სტრატეგიული პუნქტი ყოფილი სამთავროს ტერიტორიაზე.იმავე წლის აგვისტოში ბრუსილოვს და აჯანყებულების 5 000 ლაშქარს შორის მოხდა გადამწყვეტი [[გოგორეთის ბრძოლა|ბრძოლა]], სოფელ [[გოგორეთი|გოგორეთთან]].აჯანყებულებს უბრალო გლეხი [[აბესა ბოლქვაძე|აბესალომ ბოლქვაძე]] მეთაურობდა.ბრძოლა რუსების მარცხით დასრულდა,ამბოხებულებმა ისინი ოზურგეთში ალყაში მოაქციეს,ამავე დროს აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი [[შეკვეთილი]]ს ციხე-სიმაგრე([[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ახლოს),გაჩნდა სამთავროს აღდგენის პერსპექტივა გურიის უკანასკნელი მთავრის [[მამია V გურიელი]]ს მეუღლე დედოფალი სოფიო,რომელიც ოსმალეთში ცხოვრობდა გურიის ანექსიის შემდეგ [[საქართველო]]ში დასაბრუნებლად ემზადებოდა.საოკუპაციო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და ჯერ [[სამეგრელო]]ს მთავარს უბრძანა თავისი ლაშქრით შეჭრილიყო გურიაში და ჩაეხშო აჯანყება(მთავარს ეშინოდა თანამდებობოის და ტიტულის დაკარგვის და იძულებული იყო რუსეთის ბრძანებები შეესრულებინა), ხოლო მისი მარცხის შემდეგ [[იმერეთი]]ს მილიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაგზავნა ამავე მისიით თუმცა ამჯერადაც აჯანყებულებმა გაიმარჯვეს.ამავე დროს მეამბოხეები უტევდნენ ოზურგეთს და ცდილობდნენ გურიაში ოკუპანტების უკანასკნელი დასაყრდენი აეღოთ,თუმცა სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებდნენ.[[ქუთაისი]]ს გუბერნატორმა ენერგიული ზომები მიიღო ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად, უპირველეს ყოვლისა იგი დაემუქრა ჰასან-ბეგ თავდგირიძეს რომ თუკი იგი აჯანყებას შეურთდებოდა მაშინ იმის მიუხედავად რომ იგი ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომი იყო [[რუსები]] მას არ დაინდობდნენ და გაანადგურებდნენ, მუქარამ გაჭრა თავდგირიძემ ვეღარ აღმოუჩინა დახმარება აჯანყებულებს. მეორე ნაბიჯი რაც მოიმოქმედა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ იყო აჯანყებაში მონაწილე თავად-აზნაურების მოსყიდვა, რაც მათ იოლად შეძლეს (დიდი ნაწილის და არა ყველასი) იმ განსხვავებების გამო რომლებიც ერთისერთი მხრივ ფეოდალებს და მეორე მხრივ გლეხებს შორის არსებობდა.ამ ვითარებაში რუსეთის დამატებითი სამხედრო ნაწილები გაიგზავნა [[გურია]]ში,იმ დროს როცა ოზურგეთისთვის ბრძოლა მეამბოხეებს შორის და ბრუსილოვის გადარჩენილ ნაწილებს შორის კიდევ გრძელდებოდა,აჯანყებულები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ და გადამწყვეტ ბრძოლაში 1841 წლის სექტემბერში დამარცხდნენ.რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყება სასტიკად ჩაახშო ხოლო მის მონაწილეებს მკაცრად გაუსწორდა.50 ადამიანი დააპატიმრეს და ქუთაისის საპყრობილეში ჩასვეს,მათ ნაწილს ჩამოხრჩობა ხოლო ნაწილს [[ციმბირი|ციმბირში]] გადასახლება მიესაჯა (თუმცა შემდეგ სიკვდილით დასჯის გადაწყვტილება შეიცვალა რადგან დამპყრობლებს ახალი მღელვარებების დაწყების შეეშინდათ). აჯანყების მეთაური აბესალომ ბოლქვაძე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოკლეს.<br />
აჯანყების საბოლოოდ ჩახშობის შემდეგ გურიის მოსახლეობა თავიდან აიძულეს დაეფიცათ იმპერატორის ერთგულებაზე.ხოლო ამის შემდეგ გურიაში რუსეთის იმპერიის დანიშნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მმართველობა.აჯანყების მარცხის მიუხედავად 1841 წლის გურიის აჯანყება იყო ერთერთი იმ მრავალ ანტიკოლონიალურ აჯანყებებს შორის რომლებიც მიმართული იყო რუსული ოკუპაციის მოსაშორებლად,და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ქართველ ერში დამოუკიდებლობის და თავისუფლებისკენ სწრაფვა არ განელებულა.