ზმნა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.192.20.77-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
clean up, replaced: ერთის მხრივ → ერთი მხრივ using AWB
ხაზი 2:
'''ზმნა''' — სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი [[მეტყველების ნაწილები|მეტყველების ნაწილი]]. აღნიშნავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას. ზმნას გააჩნია პირი, დრო და რიცხვი. ქართულ ენაში ზმნას აქვს სამი პირი (I, II, II), სამი დრო (წარსული, აწმყო, მომავალი) და ორი რიცხვი (მხოლობითი და მრავლობითი).
 
ქართული ზმნა რთული მეტყველების ნაწილია. სირთულეს უპირველესად ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე განაპირობებს. მნიშვნელობასთან მიმართების თვალსაზრისით ზმნის კატეგორიები შეიძლება ორ ჯგუფად დალაგდეს: უღლების და წარმოთქმის კატეგორიებად (ა.შანიძე). უღლების კატეგორიად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის გრამატიკულ მნიშვნელობას; ასეთებია [[პირი]], [[რიცხვი]], [[დრო]], [[კილო]], [[გზისობა]], [[აქტი]], [[თანამდევრობა]]; [[მწკრივი]]. წარმოთქმის კატეგორიებად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის ლექსიკურ მნიშვნელობას. ასეთებია [[გეზი]], [[ორიენტაცია]], [[ასპექტი]], [[გვარი]], [[ქცევა]], [[კონტაქტი]]. შესაძლებელია ძველ ქართულში ასპექტი უღლების კატეგორია იყო, ახალში კი იგი წარმოთქმის კატეგორიაა ([[შანიძე აკაკი|ა.შანიძე]]).
 
== კატეგორიების დაყოფა ==
ხაზი 10:
== ზმნური ფორმები ==
 
ქართული ზმნური ფორმების ძირითადი საკლასიფიკაციო ერთეულებია, ერთისერთი მხრივ, სტატიკური (იხ. სტატუსი) და დინამიკური ზმნები, მეორე მხრივ, გარდაუვალი და გარდამავალი ზმნები ([[არნოლდ ჩიქობავა]]).
 
ზმნის სირთულის ერთ-ერთი საფუძველი აფიქსებთან დაკავშირებული პრობლემაა: ერთი და იგივე კატეგორია შეიძლება რამდენიმე აფიქსით გადმოიცეს და, პირიქით, მასალობრივად ერთი და იგივე აფიქსი რამდენიმე ფუნქციით მოგვევლინოს.
ხაზი 16:
== თავისებურებები ==
 
ქართული ზმნის ძირითადი თავისებურება მრავალპირიანობაა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება იყოს მორფოლოგიურად დაკავშირებული რამდენიმე პირთან, ე.ი. აისახოს რამდენიმე პირი — სუბიექტურიცა და ობიექტურიც. შესაბამისად, ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი (მასში აისახება მხოლოდ სუბიექტური პირი— იცვლება, კვდება...), ორპირიანი (სუბიექტური და ობიექტური პირები — მხატავს ის მე, ეზიდება ის მას...), სამპირიანი (სუბიექტი და ორი ობიექტური პირი — სწერს ის მას მას...). ასახელებენ ოთხპირიან ზმნასაც. პირიანობისა და ვალენტობის გარჩევამ ეს საკითხი დააზუსტა.
 
ზმნა ფორმას იცვლის როგორც სუბიექტური პირების (სუბიექტური წყობა, სუბიექტური უღლება), ისე ობიექტური პირების მიხედვით (ობიექტური წყობა, ობიექტური უღლება).
 
ზმნის ფორმაცვალება ხდება საუღლებო ერთეულთა (მწკრივი, დრო-კილო..) მიხედვით, საუღლებელი ერთეულის შიგნით - პირისა და რიცხვის მიხედვით. ზმნას მოეპოვება როგორც ორგანული წარმოება, ისე აღწერითი წარმოება.
 
საუღლებელი ფუძის მიხედვით ზმნურ ფორმათა დაჯგუფება ხდება (კ. დოდაშვილი, დ. ჩუბინაშვილი, ნ.მარი..) [[სერია|სერიებად]] და მწკრივებად (ნაკვთი). საუღლებელ ერთეულთა რაობისა და რაოდენობის საკითხზე ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს (უ. ყორღანაშვილი. ა. დავითიანი).
 
გარკვეული ნიშნებით ზმნებთან აერთიანებენ [[სახელზმნა|სახელზმნებსაც]], თუმცა, აზრი იმის თაობა , სახელზმნა ზმნა არის თუ სახელი, არაერთგვაროვანია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზმნა“-დან