არუენი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: შუამიწეთ → შუახმელეთ using AWB
(clean up, replaced: შუამიწეთ → შუახმელეთ using AWB)
}}
 
'''არვენ უნდომიელი''' (აგრეთვე ცნობილი, როგორც '''არუენი''') — [[გამოგონილი პერსონაჟი]] პერსონაჟი [[ჯ.რ.რ. ტოლკინი]]ს [[ლეგენდარიუმი|ლეგენდარიუმში]]. რომანში „[[ბეჭდების მბრძანებელი]]“ იგი არის [[ნახევარ-ელფები|ნახევარ-ელფი]], რომელიც მესამე ეპოქაში ცხოვრობს.
 
==ლიტერატურა==
 
არვენი [[ელრონდი]]სა და [[კელებრიანი]]ს უმცროსი შვილია. მისი ძმები არიან ტყუპისცალი [[ელადანი და ელროჰირი]]. სახელი ''Ar-wen'' ნიშნავს ''კეთილშობილ ქალწულს''. ნაწარმოების მიხედვით, იგი ატარებს ნიშანს - ''მწუხრის ვარსკვლავს''.
 
მოთხრობილია<ref>''The Lord of the Rings'', Appendix A, part I.v.</ref>, რომ [[არაგორნი|არაგორნმა]], როდესაც ოცი წელი შეუსრულდა, რივენდელში არვენი პირველად იხილა, როდესაც თავად ელრონდის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა. არვენი მას უმალვე შუყვარდა. გავიდა 30 წელი და ლორიენში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. ნახევარ-ელფმა მას სიყვარულით უპასუხა და [[კერინ ამროთი|კერინ ამროთთან]] მათ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ იქორწინებდნენ.
სანამ არაგორნი [[მკვდრების ბილიკი|მკვდრების ბილიკს]] დაადგებოდა, მას შეუერთდნენ ჩრდილოელი [[დუნადანები]], ელადანთან და ელროჰირთან ერთად, რომლებმაც არვენის ძღვენი, შავი ნაჭრის ალამი მოუტანეს. იგი აფრიალებული იქნა [[პელენორის მინდვრების ბრძოლა|პელენორის მინდვრების ბრძოლისას]]. ალამზე გამოსახული იყო [[ელენდილი]]ს სიმბოლო, მოქარგული [[მითრილი]]თ, ძვირფასი ქვებით და ოქროთი, რაც იყო მეფის დაბრუნების ტრიუმფალური ცნობა.
 
ბეჭდის ომის შემდეგ არაგორნი გახდა [[არნორი]]სა და [[გონდორი]]ს კვლავ აღდგენილი სამეფოების მეფე. არვენი [[მინას ტირითი|მინას ტირითში]] მოვიდა და მათ იქორწინეს. ნახევარ-ელფმა ფროდოს აჩუქა თეთრი ქვის ყელსაკიდი, რომელიც, როგორც თავად აუხსნა, მოგზაურობისას მიღებული ჭრილობების ტკივილებისგან იხსნიდა.
 
წიგნში არვენი იშვიათად ფიგურირებს და ითვლება მეოხარისხოვან პერსონაჟად, თუმცა იგი არის არაგორნის შთაგონება და მოტივაცია იმისა, რომ მან აღადგინოს განადგურებული სამეფოები და, ელრონდის ნებართვით, საბოლოოდ შეუერთდეს არვენს.
{{ბეჭდების მბრძანებელი}}
 
[[Categoryკატეგორია:ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები]]
[[Categoryკატეგორია:შუამიწეთისშუახმელეთის ნახევარ-ელფები]]
49 737

რედაქტირება