ინფრაწითელი გამოსხივება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[XIX საუკუნე]]ში დაამტკიცეს, რომ ინფრაწითელი გამოსხივება ემორჩილება ოპტიკურ კანონებს და ისეთივე ბუნება აქვს, როგორიც ხილულ სინათლეს. ინფრაწითელი გამოსხივების სპექტრი ხაზოვანი, ზოლოვანი ან უწყვეტია. ხაზოვან, ზოლოვან სპექტრებს გამოასხივებს [[ორთქლი]] ან [[აირი]], უწყვეტს კი — გახურებული მყარი და თხევადი სხეულები. შედარებით დაბალი [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] (5000°C-ზე დაბალი) მქონე სხეულების გამოსხივება მთლიანად ინფრაწითელ არეაშია მოთავსებული, ხოლო უფრო მაღალი [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] სხეულებისა — როგორც ინფრაწითელ, ისე ხილულ არეებში; მაგალითად, 6000 K-ის ტემპერატურის აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების მხოლოდ 50%-ია ინფრაწითელ არეში. ინფრაწითელი გამოსხივების საუკეთესო წყაროა გავარვარებული სხეული, რომელსაც ფართოდ იყენებენ [[ტექნიკა]]ში. ამჟამად იყენებენ აგრეთვე ინფრაწითელი გამოსხივების შედარებით ახალი ტიპის წყაროს — კვანტურ ოპტიკურ გენერატორებს (ლაზერებს). ინფრაწითელი გამოსხივების რეგისტრაციის პრინციპი დაფუძნებულია მის სითბურ ან ფოტოელექტრულ მოქმედებაზე.
 
ინფრაწითელ გამოსხივებას დიდი გამოყენება აქვს [[მეცნიერება]]სა და [[ტექნიკა]]ში. ინფრაწითელი არის შთანთქმისა და გამოსხივების სპექტრებს იყენებენ მოლეკულების სტრუქტურისა და რთული მოლეკულური შედგენილობის მქონე ნივთიერებების ნარევის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზისათვის. ინფრაწითელ ფოტოგრაფიას დიდი უპირატესობა აქვს ხილული სხივებით ფოტოგადაღებასთან შედარებით. მისი საშუალებით 5000 კმ-ით დაშორებული საგნების მკაფიო ფოტოსურათები მიიღება. მასზე შეიძლება გამომჟღავნდეს საგნის ისეთი დეტალები, რომლებიც არ შეიმჩნევა ჩვეულებრივ ფოტოსურათებზე. ამ თვისებებს იყენებენ მედიცინასა[[მედიცინა]]სა და ბოტანიკაში[[ბოტანიკა]]ში (სხვადასხვა დაავადებათა დადგენისათვის), კრიმინალისტიკაში[[კრიმინალისტიკა]]ში, [[აეროფოტოგადაღება|აეროფოტოგადაღებებსა]] და ასტრონომიაში[[ასტრონომია]]ში. ინფრაწითელი სხივებით ფოტოგადაღება შეიძლება სრულ სიბნელეშიც. სპეციალურ ელექტრონულ-ოპტიკური გარდამქმნელები თვალით უხილავ ინფრაწითელ გამოსახულებას გარდაქმნიან ხილულ გამოსახულებად.