იუპიტერის ჯგუფის პლანეტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
[[ფაილი:Jupiter interior.png|მინი|მარჯვნივ|იუპიტერი, სხვა გაზის გიგანტების მსგავსად უნდა შედგებოდეს სამი ძირითადი შრისგან, ატმოსფერო, წყაბადი თხევად მდგომარეობაში და წყალბადის მეტალი]]
 
გიგანტებად პლანეტები მათი ზომის გამო იწოდებიან. საქმე ისაა, რომ მცირე მასის პლანეტებს არ ყოფნით გრავიტაცია ისეთი მსუბუქი გაზების შესაკავებლად, როგორიცაა წყალბადი. მიიჩნევა, რომ ეს პლანეტები 3 ძირითადი შრისგან შედგებიან. ზედა შრე - ატმოსფეროა. აქ ქარები წამში 1000 კმ-მდე სისწრაფით დაქრიან. მკვლევარების მიერ შენიშნულია ისეთი ატმოსფერული მოვლენები, რომლებსაც "მუდმივ" ატმოსფერულ მოვლენებს უწოდებენ - ასეთია [[დიდი წითელი ლაქა]] იუპიტერზე, რომელსაც მეცნიერები უკვე 300 წელზე მეტია აკვირდებიან და რომელიც ზომით სამჯერ აღემატება დედამიწას, [[დიდი ბნელი ლაქა]] ნეპტუნზე და სატურნის შედარებით მცირე ლაქები. იუპიტერზე გაგზავნილი დასაშვები აპარატის [[გალილეო გალილეი|გალილეოს]] მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი მონაცემებით - 130 კილომეტრის სიღრმეზე იუპიტერის ატმოსფეროში ტემპერატურა ცელსიუსით 145 გრადუსს, ხოლო ატმოსფერული წნევა 24 ატმოსფეროს აღწევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შედარებით ქვედა შრეებში, ასე 800-1000 კმ. სიღრმეზე იმდენად მაღალი ტემპერატურაა, რომ წყალბადი თხევად ფორმას იღებს. უფრო დაბლა, პლანეტის ცენტრში, შეიძლება წყალბადის ატომები იმდენად კარგავდნენ მდგრადობას, რომ გაზი თხევადი მეტალის ფორმას იღებს (იგულისხმება რომ ამგვარ პირობებში პროტონები და ელექტრონები დამოუკიდებლად არსებობენ). ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ იუპიტერის ბირთვში არსებული ტემპერატურა და წნევა საკმარისად მაღალია საიმისოდ რომ აქ თერმობირთვული სინთეზი მიმდინარეობდეს. ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ იუპიტერის ჯგუფის პლანეტები გაცილებით მეტ სითბოს გამოიმუშავებენ თვითონ, ვიდრე მზისგან იღებენ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==