დიოსკურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
2.84.184.12-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 13:
2500 წლის წინ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბერძენმა ვაჭრებმა [[მილეტი]]დან დაარსეს კოლონია დიოსკურია. I საუკუნის გეოგრაფი [[სტრაბონი]] წერდა: "დიოსკურია წარმოადგენს კასპიისა და პონტოს ზღვებს შორის ყელის დასაწყისს და ხალხთა საერთო სავაჭრო ცენტრს, რომლების მას ზევით და ახლოს ცხოვრობენ; აქ იკრიბებიან, 70 ეროვნების ადამიანი. ახალი ერის დასაწყისში მოხდა რაღაც კატასტროფა, რამაც გამოიწვია ძველბერძნული დასახლების განადგურება.
 
რომაელი მეცნიერი [[პლინიუს უფროსი|პლინიუსი]], დაღუპული 79 წელს [[ვეზუვი]]ს ამოფრქვევის დროს, წერდა დიოსკურიაზე: ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ თიმოსფენის თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვა დასხა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენი რომაელები თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით". პლევიუსი წერს რომ ამ ადგილზე არსებობდა რომაული ქალაქი [[სებასტოპოლისი]]. მაგრამ რომაულ ქალაქს როგორც ბერძნულს რაღაც სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. მხოლოდ VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიელი ისტორიკოსი [[პროკოფი კესარიელი]] ახსენებს პატარა ციხე-სიმაგრეს, მდგარს ლაზიკიდან აზოვის ზღვისაკენ მიმავალ გზაზე. იმ წლებში იმპერატორი იუსტინიანე აწარმოებდა ომს სპარსელებთან. რადგანაც ფიქრობდა რომ ვერ შეინარჩუნებდა [[სებასტოპოლისი|სებასტოპოლისს]] და [[პიტიუნთი|პიტიუნტს]] ([[ბიჭვინთა]]) მან 550 წელს ისინი დაანგრია იქიდან გარნიზონი წაიყვანა. მაგრამ მალე ბიზანტიელებმა აღადგინეს ქალაქი [[სებასტოპოლისი]]. ხოლო შემდეგ მისი კვალი ქრება.
 
==ლიტერატურა==
*ქსე, ტ. 3, გვ. 561, თბ., 1978
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიოსკურია“-დან