გურჯაანის ყველაწმინდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
გურჯაანის ყველაწმინდიაყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა [[ივერიის ღვთისმშობლის ხატი|ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე]], რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე - 7. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ასეთი ისტორია: [[1615]] წლის შემოდგომაზე [[შაჰ-აბასი|შაჰ-აბასის]] კახეთში ლაშქრობის დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანეს ძმებისათვის გაუცნია ღვთისმშობლის ნება და ხატი სვეტში დაუმალავს. შაჰ-აბასის შემოჭრის შემდეგ აოხრდა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, დაიხოცნენ ბერებიც. ამდენად, ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა.
 
200 წლის შემდეგ, კახთუბნის მონატერში მცირე საძმო, იღუმენ გაბრიელის წინამძღოლობით, სასულიერო ცხოვრებას აღადგენს. 1820-1822 წლებისთვის იწყებენ ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მეორე დღეს მამა გაბრიელი ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარ მამა იოსტოსისთან (ერისკაცობაში თავადი ანდრონიკაშვილი) და გურჯაანელი მღვდლის, აბრაამ დემუროვსა და უამრავ მლოცველთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისაკენ. მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდეგ იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და კახთუბნის მონასტერში წამოაბრძანეს.