ხერხემალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ადამიანის ხერხემალზე ასხმულია სხეულის დანარჩენი ნაწილები. ხერხემალი შედგება ერთმანეთთან [[სახსრები]]თა და [[იოგები]]თ დაკავშირებული 34—35 მალისაგან, მათ შორის 24, ე.წ. თავისუფალი მალაა (7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის), 5 გავის და 4—5 კუდუსუნის მალა, რომლებიც შეზრდილია ერთიმეორესთან და წარმოქმნის გავის ძვალს და კუდუსუნს; მათ ერთმანეთთან [[ხრტილები|ხრტილოვანი]] ქსოვილი აკავშირებს.
ხერხემალი საიმედოდ იცავს [[ზურგის ტვინი|ზურგის ტვინს]]. [[კისერი|კისრის]] პირველი მალა (ატლასი) შესახსრებულია კეფის ძვლის როკებთან; ამ სახსარში ხდება თავის მოხრა, აწევა, და მარჯვნივ და მარცხნივ გადახრა. დაბადების შემდეგ პირველი წლის მანძილზე ხერხემალში ხდება 2 წინ მიმართული გამრუდება (კისრისა და წელის ლორდოზი) და ორი უკანა გამრუდება (გულმკერდისა და გავის კიფოზი). აღნიშნული ფიზიოლოგიური გამრუდებანი, აგრეთვე ხრტილები, ხერხემალს განსაკუთრებულ [[ზამბარა|ზამბარისებრ]] წარმონაქმნად ხდის და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე.
 
ხერხემლის დაავადებებიდან შედარებით იშვიათი ანომალიების გარდა აღსანიშნავია ხერხემლის ტრავმული ხასიათის დაზიანებანი , დეფორმაციები:[[სქოლიოზი]], [[ხერხემლის გამრუდება]]; ანთებითი დაავადებანი: [[სპონდილიტი]], [[ოსტეომილეტი]], დისტროფიული დაავადება [[ოსტეოქონდროზი]] და სხვ. ხერხემლის დაავადებებს სწავლობს და კურნავს [[ორთოპედია]] და [[ტრავმატოლოგია]].
 
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|11|471-472}}
 
[[კატეგორია:ადამიანი]]