ბოტანიკური ლექსიკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
 
'''ბოტანიკური ლექსიკონი''' — [[ქართული ენა|ქართული]], [[რუსული ენა|რუსული]] და [[ლათინური ენა|ლათინური]] [[მცენარეები|მცენარეების]] სახელწოდებების მრავალენოვანი [[სიტყვარი]], რომლის ავტორია [[ქართველები|ქართველი]] [[ბოტანიკა|ბოტანიკოსი]] [[ალექსანდრე მაყაშვილი]]. ალ. მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში მცენარეთა კუთხურ სახელებს და [[ომონიმია|ომონიმებს]], ლექსიკონში მოცემულია 2 500-მდე მცენარის სახელწოდება. წიგნი არაერთგზის გამოიცა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი|ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის]] მიერ გამომცელობა „მეცნიერებაში“. ბოტანიკური ლექსიკონი სასტამბოდ მოუმზადებია და წინასიტყვაობა დაურთავს გიორგი ნახუცრიშვილს.
 
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლექსიკონში, მცენარეთა ქართულ, რუსულ და ლათინურ სახელწოდებათა გარდა, მოცემულია თუშ-ფშავ-ხევსურული შესატყვისები, აგრეთვე აგრეთვე დართულია ჭანური, [[სვანური ენა|სვანური]] და [[მეგრული ენა|მეგრული]] ადეკვატები. გარდა ამისა, ყველა სახელწოდებას ცალ-ცალკე სარჩევი აქვს ძირითადი შესატყვისობის აღნიშვნით.