ლექსიკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Latin dictionary.jpg|thumb|[[ლათინური ენა|ლათინური ენის]] მრავალტომიანი განმარტებითი ლექსიკონი]]
 
'''ლექსიკონი''' ([[ბერძ.]] Λεξικό (ლექსიკო)) — წიგნი, რომელშიც გარკვეული წესით (ჩვეულებრივ ანბანურად) ჩამოთვლილია ამა თუ იმ [[ენა|ენის]] სიტყვები ან რომელიმე დარგის ცნებები და მოცემულია მათი განმარტება.

მთელი ლექსიკური ფონდის ამგვარი აღწერა დაახლოებით XVII საუკუნიდან იწყება (მანამდე არსებული ლექსიკონები მხოლოდ გაუგებარი [[სიტყვა|სიტყვებისა]] და გამოთქმების ახსნას იძლეოდა და მთელ ლექსიკას არ ახასიათებდა). საერთოდ, ლექსიკონი თავისი დანიშნულებისა და აგებულების მიხედვით სხვადასხვაგვარია.
 
საყოველთაოდ ცნობილი ლექსიკონებია:
Line 10 ⟶ 12:
* თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენისა (1948-64 წლები)
 
არაანბანური ([[იდეოგრაფია|იდეოგრაფიული]]) ლექსიკონებია:
 
* როჟეს თეზაურუსი ინგლისური სიტყვებისა და ფრაზებისა (1-ლი გამოცემა 1852).
* [[ფრანც დორნზაიფი|დორნზაიფის]] გერმანული ენის [[ონომასიოლოგია|ონომასიოლოგიური]] ლექსიკონი (1934) და სხვა.
 
ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ლექსიკონთაგან უძველესია [[სტეფანო პაოლინი|სტეფანო პაოლინის]] და [[ნიკიფორე ირბახი|ნიკიფორე ირბახის]] მიერ შედგენილი [[ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629)|ქართულ–იტალიური]] ლექსიკონი (შეიცავდა 3084 სიტყვას, გამოცემულია [[რომი|რომში]] [[1629]] წელს; იგი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნია).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლექსიკონი“-დან