მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.34.252-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 24:
}}
'''მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა''' — [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] იმპერატორ [[ფრიდრიხ II შტაუფენი]]ს ლაშქრობა [[1228]]-[[1229]] წლებში.
 
==ფრიდრიხ II და რომის პაპი==
[[1225]] წელს ფრიდრიხ II დაქორწინდა [[ჟან ბრიენელი]]სა (იერუსალიმის ნომინალური მმართველი) და მარია მონტფერატელის ქალიშვილ [[იოლანდა იერუსალიმელი|იოლანდა იერუსალიმელზე]] (აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც — ''იზაბელა''). ფრიდრიხმა იერუსალიმის სამეფო ტახტზე პრეტენზიები გამოთქვა და სცადა მისი ხელში ჩაგდება. [[1227]] წელს [[რომის პაპი]] [[გრიგოლ IX]] გახდა. ფრიდრიხ II და მისი არმია [[იტალია|იტალიის]] ქალაქ [[ბრინდიზი]]დან [[აკო]]ში გადავიდა. თუმცა ეპიდემიის გამო, მალევე [[იტალია]]ში დაბრუნდა. გრიგოლ IX-მ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ფრიდრიხი განეკვეთა ეკლესიისგან, საღვთო ფიცის გატეხის ბრალდებით, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბი იყო, რადგან პაპებისა და ფრიდრიხის დაპირისპირება, ძალაუფლების მოპოვების გამო მრავალი წელია გრძელდებოდა.
 
გრიგოლ IX-ს თქმით ფრიდრიხის ეკლესიისგან მოკვეთის მიზეზი, იმპერატორის [[მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში]] მონაწილეობაზე თავშეკავება გახდა. მართალია [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] იმპერატორი [[ფრიდრიხ II შტაუფენი]] ჩართული იყო [[მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში]]. მან [[გერმანია|გერმანიიდან]] ჯარები გაგზავნა ჯვაროსნების დასახმარებლად, თუმცა არმიას სათავეში თვითონ არ ჩაუდგა.
 
ფრიდრიხმა სცადა პაპთან მოლაპარაკება, თუმცა ვერას გახდა და [[1228]] წელს [[სირია]]ში გაემგზავრა და მიუხედავად ეკლესიისგან მოკვეთისა, იმავე წლის სექტემბერში [[აკო]]ში ჩავიდა. მალე, ფრიდრიხ II-მ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ჯვაროსნული ლაშქრობების სერია და წმინდა მიწისთვის მეექვსე ლაშქრობა წამოეწყო.
 
==ჯვაროსნული ლაშქრობა==