ხობის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მთლი → მთელი using AWB
ხაზი 25:
იგი, წარწერის შინაარსის მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს გიორგი II-ს (1345-1384). საფიქრებელია, რომ ხობში საეპისკოპოსო კათედრა გიორგი II დადიანმა დააარსა.
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:
 
*[[მარიამ ღვთიმშობლის კვართი]];
ხაზი 70:
[[სურათი:Xobis monasteris tadzris kankeli.JPG|მინი|200პქ|ხობის მონასტრის ტაძრის კანკელი და ფრესკები]]
ხობის მონასტერი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო და გალავანი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობათა ნაშთები.
გალავანი XX საუკუნის 70-ია წლებშია აღდგენილი, გუმბათიანი სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც ქვისგან არის ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი. სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. გალავნის შიგნით დგას ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სამხრეთიდან და დასავლეთით შემორტყმული დერეფნები, ტაძარი სამნაირია. ზუსტი თარიღი აშენების შესახებ არ არსებობს, მეცნიერთა ვარაუდით აღნიშნული სახე ტაძარმა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მიიღო, ტაძარი დამშვენებულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ფრესკები სერიოზულად არის დაზიანებული.
 
ხობის ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ რომელსამე ტიპს არ მიეკუთვნება: ეს უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნით კამარები ჯვაროვან სივრცეს, გარეთ კი მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. ჩრდი ლო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეკვდერებად იყო გამოყოფილი, უფრო გვიან კედლები გამოიღეს და ეკვდერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე მიჰყვება ღია გალერეა, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეკვდერით მთავრდება. გალერეა მთლიანად ერთდროული არ არის. ტაძრის ფასადები უხვადაა მოჩუქურთმებული. ამ მოჩუქურთმებას, კერძოდ კი სამხრეთ ეკვდერს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ, რომლის აზრითაც, ეს მიშენება ჯიქეთის იმ სალოცავის მსგავსია, რომელიც დადიანისა და შერვაშიძის ომმა შეიწირა. ძეგლის ეს ნაწილი წააგავს XVI საუკუნის ბაზილიკას, რისი დასტურიც ფილები, მოაჯირი, ჩუქურთმები და ლათინური ჯვრებია.
ხაზი 76:
[[სურათი:P5300358.JPG|მინი|200პქ|ტაძარი სამხრეთის კარიდან]]
 
საღებავებით შესრულებული წარწერა ამ გალერეის კარნიზზე, რომელიც, ალბათ, სამშენებლო ხასიათისა იყო, სამწუხაროდ, მთლიმთელი ანად განადგურებულია. მარჯვენა კუთხეში ცუდად განირჩევა რამდენიმე ასო, მაგრამ რაიმე აზრის გამოტანა არ ხერხდება. სამაგიეროდ, სამხრეთის გალერეისა და ეკვდერის აგების ამბავი მოთხრობილია გრძელ წარწერაში, რომელიც ეკვდერის შესასვლელის ზემოთ, საგანგებოდ გათლილ დიდ ქვაზეა ამოკვეთილი, წარწერა ცხრასტრიქონიანია:
 
ხობის ტაძრის, უფრო სწორად ვამეყ დადიანის ეკვდერის მხატვრობა საგანგებოდ შეისწავლა ი. ლორთქიფანიძემ. ვამეყის ეკვდერის მოხატულობის რეპერტუარი განსასვენებლისათვის შესაბამისია და ბიზანტიურ საძვალესთან იჩენს მსგავსებას. აქ რელიგიური სცენები სათანადო დატვირთვითაა წარმოდგენილი. აფსიდის კონქზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმითურთ და ანგელოზებით. დასავლეთის კედლის ზედა რეგისტრში კი წარმოდგენილია მაცხოვრის, მარიამისა და იოანეს ფრესკები. ეს სცენა - "ვედრება", როგორც საშინელი სამსჯავროს შეხსენება, ხშირად გამოიყენებოდა ბიზანტიურ საძვალეებში. ეკვდერის კედლებზე ასევე წარმოდგენილია ჯვარცმა, ჯოჯოხეთად შთასვლა, მენელსაცხებლე ქალები მაცხოვრის კუბოსთან, გარდამოხსნა, დატირება, ჩრდილოეთის კედელზე კი მოჩანს მაცხოვარი კუბოში. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახული არიან ქტიტორები: [[ვამეყ დადიანი]] და მისი თანამეცხედრე მარეხი. შესაძლოა, აქ სხვა ქტიტორებიც იყვნენ წარმოდგენილნი (ვამეყის მამა გიორგი და მისი მეუღლე). მართალია, ქტიტორთა ფიგურები ძალიან დაზიანებულია, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ისინი მდიდარი საერო პირებისათვის შესაფერისი ტანსაცმლით არიან შემოსილნი, რადგან შემკულნი არიან ოქროთი და ძვირფასი ბეწვეულით. ვამეყის მეუღლეს გვირგვინი ამშვენებს, მთავარს კი კონუსისმაგვარი მაღალი ქუდი ახურავს. (მსგავს ქუდშია წარმოდგენილი [[ლევან II დადიანი]], [[ცაიში]]ს ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე. როგორც ჩანს, იგი სამეგრელოს მთავრების მოკაზმულობის დამახასიათებელი ატრიბუტი იყო).