სულთან აჰმედის მეჩეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
მეჩეთის მდებარეობა ჰაგია სოფიას პირდაპირ წინასწარ განზრახული იყო, იმის დემონსტრაციისთვის, რომ ოსმალურ და ისლამურ არქიტექტორებს და მშენებლებს შეეძლოთ მათი ქრისტიანი წინამორბედების ქმნილებებთან პაექრობა. თუმცა არქიტექტორმა ვერ მოახერხა ჰაგია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათის შექმნა, ნაცვლად მან მეჩეთს დიდებული იერი მისი მინარეთების, ნახევარგუმბათებისა და გუმბათების უზადო პროპორციებით შესძინა. მიუხედავად ამისა, ნაგებობამ ჰაგია სოფიას ზომაში ვერ გაუსწრო, რამაც დიდად განარისხა სულთანი აჰმედი. შედეგად, ეს ორი ნაგებობა უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის.
 
სულთან [[აჰმედ I]]–ის ბრძანებით მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210 000 [[იზნიქის ფილები|ფილით]] იქნა შემკული. ეს უზარმაზარი წარმოება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სულთანმა მეჩეთის მშენებლობის დასრულებამდე იზნიქის სახელოსნოებს სპეციალური დეკრეტით სხვა შეკვეთების მიღება აუკრძალა. შთამბეჭდავია უპირველეს ყოვლისა თავად ფილების დეკორი, ყვავილოვანი ორნამენტების წალკოტი – მოყვავილე ვარდებით, ტიტებით, მიხაკებით. ფერთა გამაში უმეტესწილად ნათელი მწვანე და ლურჯი ტონები სჭარბობს. გასაკვირი არცაა, რომ სულთან აჰმედის მეჩეთი ევროპაში სწორედ ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი. სარკმელების უმეტესობა სწორედ საუცხოო ლურჯ ტონებში ციალებს. სარკმელების ზემო ნაწილები უმეტესად ნაზი ვარდისფერითაა გაფორმებული<ref>Elisabeth Schnurrer: Istanbul. ADAC Reiseführer, ADAC Verlag GmbH, 2010, S. 80</ref>.
მეჩეთი გარე სამყაროსთვის ცნობილი გახდა როგორც ლურჯი მეჩეთი, მის შიდა კედლებზე გამოყენებული ლურჯი საღებავის გამო. თუმცა ეს ლურჯი საღებავი მეჩეთის საწყისი დეკორაციის ნაწილი არ ყოფილა და მისი დიდი ნაწილი ამჟამად უკვე მოცლილია.
 
სულთან აჰმედის არქიტექტორს, სედეფჰარ მეჰმეტ აღას, ნაბრძანები ჰქონდა არ დაეზოგა სახსრები, რათა შექმნილიყო ყველაზე დიადი და მშვენიერი ისლამური სალოცავი მსოფლიოში. მეჩეთის ძირითადი ნაგებობა თითქმის კუბის ფორმისაა (53x51 მ). ისევე როგორც ყველა მეჩეთი, ის განლაგებულია იმგვარად, რომ როცა მლოცველები სალას (ისლამურ ლოცვას) ასრულებენ, მათ პირი [[მექა]]სკენ აქვთ.
ხაზი 31:
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ისლამური არქიტექტურა]]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==