ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ომის დაწყება: გასწორდა ბმული
→‎პირველი დღეები: გასწორდა ბმულები
ხაზი 71:
ამბოხებას თავდაპირველად ხელმძღვანელობდა გენერალი [[ხოსე სანხურხო|სანხურხო]], მაგრამ [[20 ივლისი|20 ივლისს]], [[პორტუგალია|პორტუგალიიდან]] [[ესპანეთი|ესპანეთში]] მიმავალი სანხურხო დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს. გენერალი [[ფრანსისკო ფრანკო|ფრანკო]] უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. ინგლისის თვითმფრინავით [[19 ივლისი|19 ივლისს]] იგი კანარის კუნძულიდან გაფრინდა ქ. ტეტუანში და სათავეში ჩაუდგა [[მაროკო]]ში მყოფ ამბოხებულებს. არმიის ამბოხება რესპუბლიკის წინააღმდეგ, ბრძოლები ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში, ყაზარმების იერიში, ხალხის შეიარაღება — ყოველივე ეს ნიშნავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებას.
 
ხალხის ძლიერმა წინააღმდეგობამ ამბოხების პირველსავე დღეებში ჩაფუშა რეაქციული წრეების გეგმები. პირველსავე დღეებში შესაკრებ პუნკტებში გამოცხადდა 300 ათასი მამაკაცი და ქალი იარაღის მიღების იმედით. თითოეული იარაღდებოდა, რითაც შეეძლო. [[19 ივლისი|19 ივლისს]], [[მადრიდი|მადრიდში]], მოსახლეობამ ჩაახშო ადგილობრივი გარნიზონის გამოსვლა. [[ბარსელონა]]სა და მთელ [[კატალონია]]ში მუშებმა ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამარცხეს სამხედრო ნაწილები. რესპუბლიკელთა ხელში დარჩა [[ასტურია]]. ასტურიელი მაღაროელები დინამიტის პაკეტებით ეპარებოდნენ მეამბოხეთა საცეცხლე წერტილებს და აფეთქებდნენ მათ. ჩაიშალა მეამბოხეთა გეგმები [[მალაგა (ქალაქი)|მალაგაში]]ში, [[ვალენსია]]ში, [[ბილბაო]]ში, [[სანტანდერსი|სანტანდერსა]] და სხვა მრავალ ქალაქში. რესპუბლიკის მხარეზე აღმოჩნდა ავიაცია და საზღვაო ფლოტი.
 
პირველ დღეებში განცდილმა მარცხმა უაღრესად მძიმე პირობებში ჩააყენა მემბოხეები. სამრეწველო ცენტრები რესპუბლიკელთა ხელში აღმოჩნდა. მეამბოხეებმა ფეხი მოიკიდეს მხოლოდ სამხრეთში — [[კადისი|კადისში]], [[უელვა (ქალაქი)|უელვასა]]სა და [[სევილია|სევილიის]] პროვინციებში და ჩრდილოეთით — [[გალისია]]ში, [[ნავარა (ავტონომიური გაერთიანება)|ნავარასა]]სა და ნაწილობრივ ძველ [[კასტილია]]ში. ამრიგად შეიქმნა მეამბოხეთა ორი დაჯგუფება, რომელთაც სარდლობდნენ სამხრეთში გენერალი ფრანკო, ხოლო ჩრდილოეთში — გენერალი მოლა.
 
რესპუბლიკას საკმარისი ძალები გააჩნდა იმისათვის, რომ ჩაეხშო ამბოხება, მაგრამ რესპუბლიკელთა ბანაკის არასათანდაო სიმტკიცე, ერთიანი ხელისუფლების უქონლობა ხელს უშლიდა წინააღმდეგობის ორგანიზებას.