იოსებ ყიფშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
| საიტი =
}}
'''იოსებ ყიფშიძე''' (დ. [[25 აგვისტო]] [[1882]], სოფელი [[რგანი]], ახლანდელი [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[21 თებერვალი]] [[1919]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი, ქართული ენის კათედრის გამგე (1918-1919). დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი (1911) და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა „აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში“, კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. აქ მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „ქართული ენის გრამატიკა“ (1911). 1914 წელს პეტერბურგში გამოსცა „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით“. 1915 წელს ყიფშიძე პრივატ-დოცენტი იყო და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ქართული ენის კურსს კითხულობდა. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში, მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში.
 
ყიფშიძე იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ“ (1911), „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“, (1919-1920). აკაკი შანიძისა და ყიფშიძის რედაქციით გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონი (1928)“ და სხვა. იოსებ ყიფშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა თინათინ ყიფშიძემ 2001 წელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ყიფშიძე“-დან