სიმონ ყაუხჩიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 24:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[ქუთაისი|ქუთაისელი]] კათოლიკეების ოჯახში, რომელიც წარმოშობით [[მესხეთი]]დან ყოფილა. დაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის [[იოსებ ოცხელი]]ს მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში. შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. [[1913]] წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან [[ნიკო მარი]] და [[ივანე ჯავახიშვილი]]. [[1917]] წელს იგი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება [[საქართველო]]ში. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. [[1918]] წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. [[1920]] წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ცნობილი ნაშრომი "ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა (გიორგი ამარტოლის "ხრონოგრაფის" ქართული თარგმანი)", ნაწ. I, ტექსტი. ეს იყო [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების [[XII საუკუნე]]ში შესრულებული [[არსენ იყალთოელი]]სეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920 წ. სექტემბერი - 1921 წ. იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობს [[ათენი|ათენში]], სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან მიემგზავრება [[ბერლინი|ბერლინში]], სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტებისა და ბიზანტიოლოგების ხელმძღვანელობით როგორებიც იყვნენ [[ვილამოვიც-მოლენდორფი, ულრიხ ფონ|უ. ვილამოვიც-მოლენდორფი]], ედ. მაიერი, ჰ. დილსი და უ. ვილკენი, სემინარებში მუშაობდა, ლექციებს ისმენდა, სწავლობდა რა პარალელურად [[წყაროთმცოდნეობა]]ს, [[ეპიგრაფიკა]]სა და [[პალეოგრაფია]]ს. [[1923]] წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. [[1927]] წლიდან ბიზანტიოლოგიის კათედრის გამგეა.ორჯერ [[1938]] და [[1953]] წლებში ყაუხჩიშვილი მოყვა რეპრესიებში. ორივეჯერ მას დაატოვებინეს კათედრა, ჩამოართვეს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება, რომელიც მას [[1950]] მიენიჭა. ორივეჯერ იგი იქნა რეაბილიტირებული, თუმცა პირველ შემთხვევაში, იძულებული იყო მოსკოვში განეგრძო მოღვაწეობა[[1939]]-[[1940]] წლებში, საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში. [[1960]] წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. [[1969]] წელს აღადგინეს და აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს [[იოანე პეტრიწი]]ს შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად [[1937]]/[[1940]] ( II. ტომი [[ნუცუბიძე, შალვა|შ. ნუცუბიძესთან]] ერთად); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს [[სიბრძნე ბალავარისი|„ბალავარიანთან“]] დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ყაუხჩიშვილი ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში: "ლექციები„ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან"ისტორიიდან“ (თბილისი [[1948]]).
 
==სქოლიო==