დომბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
}}
'''დომბა''' ({{lang-la|Bison bonasus}}) — [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] ცხოველი [[ძროხისებრნი|ძროხისებრთა]] ოჯახისა. ხარის სხეული სიგრძე 3,5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში — 1,6 -1,9 მ, წონა 700-900 (იშვიათად 1200* კგ-მდე. ფური შედარებით პატარაა (წონა 400-600 კგ)). კისერზე, თხემზე, ყელსა და მკერდზე გრძელი ბალანი აქვს. ფური სქესობრივად 3-4 წლის ასაკში მწიფდება, მოზვერი — უფრო ადრე. ფური ყოველწლიურად 1 ხბოს იგებს. დომბა იკვებება ბალახითა და ფოთლებით, ზამთარში — ხეებისა და ბუჩქების ყლორტებით, ტირიფის ქერქით და სხვა. ცხოვრობს ჯოგად. წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და ჩრდილო-დასაცლეთ კავკასიაში. XX საუკუნისთვის მხოლოდ რუსეთში შემორჩა 2 ქვესახეობა — ბელოვეჟიეს დომბა, ბინადრობდა ბელოვეჟიეს ტვერში და კავკასიური დომბა, ბინადრობდა ჩრდილო-დასავლეთის კავკასიის მთის ტყეებში (საქართველოში გვხვდებოდა ბზიფის ხეობიდან თერგის სათავემდე). ამ ადგილებში უკანასკნელი დომბები ამოწყვიტეს შესაბამისად 1919-1927 წლებში, მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის ზოოპარკში გადარჩა 48 დომბა; ტყვეობაში კავკასიური დომბის ხარისა და ბელოვეჟიეს დომბის ფურებისაგან მიიღეს კავკასიურ-ბელოვეჟიური დომბა; დომბების გასამრავლებლად შეიქმნა საშენები მსოფლიოს 25 ქვეყანაში.
 
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 3, გვ. 612, თბ., 1978
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[დომბა-ბიზონი]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|3|612|}}
 
{{commons|Bison bonasus}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომბა“-დან