პირი (გრამატიკა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
პრინციპულად ყველა ენობრივი სიტუაციისთვის დამახასიათებელია მთქმელი, ანუ ინფორმაციის გამგზავნი I პირის სახით, რომელსაც თავისი ადრესატი, ანუ [[რეციპიენტი|ინფორმაციის მიმღები]] ჰყავს II პირის სახით და რაიმე, ან ვინმე, რომელზეც ან ვინმეზეცაა საუბარი III პირი სახით.
 
== I და II პირის ნაცვალსახელები და მათი ფორმაწარმოების თავისებურება ==
 
მე და ჩვენ I პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ _ II პირისა.
მე-ს უწოდებს კაცი თავის თავს, ხოლო ჩვენ სიტყვით იგი თავის თავთან ერთად სხვასაც (ან სხვებსაც) გულისხმობს.
შენ ნაცვალსახელით მივმართავთ ერთ პირს, თქვენ ფორმით კი _ რამდენიმეს (ორს ან მეტს). (თავაზიანი მიმართვისას ერთ პირსაც თქვენობით მივმართავთ).
 
I და II პირის ნაცვალსახელები ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება, ოღონდ მე-ს ნათესაობითის მნიშვნელობით ჩემ ენაცვლება (თანდებულის დართვით: ჩემთვის, ჩემგან), ხოლო შენ და თქვენ ნაცვალსახელებს წოდებითში დასმულ სიტყვასთან ეკვეცებათ ნ: შე დალოცვილო, თქვე დალოცვილებო.
 
=== ქართულ პირის ნაცვალსახელთა ბრუნება ===
 
* სახელობითი ბრუნვა მე შენ ჩვენ თქვენ
* მოთხრობითი ბრუნვა მე შენ ჩვენ თქვენ
* მიცემითი ბრუნვა მე შენ ჩვენ თქვენ
* ნათესაობითი ბრუნვა *ჩემ– *შენ *ჩვენ *თქვენ
* მოქმედებითი ბრუნვა _ _ _ _
* ვითარებითი ბრუნვა _ _ _ _
* წოდებითი ბრუნვა _ შენ, *შე _ თქვენ, *თქვე
 
პირის ნაცვალსახელები ნათესაობითის მნიშვნელობით მხოლოდ თანდებულით იხმარება: ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, ჩემ მიერ, ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, ჩვენ მიერ; შენთვის, შენგან, შენკენ, შენ მიერ; თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ, თქვენ მიერ.
 
== სტრუქტურა ==