ჯონ როკფელერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|no}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:John D. Rockefeller 1885.jpg|thumb|ჯონ როკფელერი]]
'''ჯონ როკფელერი''' ({{lang-en|John Davison Rockefeller}}; დ. [[8 ივლისი]], [[1839]] — გ. [[23 მაისი]], [[1937]]) — ამერიკელი ბიზნესმენი, მსოფლიოს პირველი მილიარდერი<ref>http://www.pbs.org/wgbh/amex/rockefellers/filmmore/pt.html</ref><ref>http://money.cnn.com/galleries/2007/fortune/0702/gallery.richestamericans.fortune/index.html</ref>. მისი ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ [[აშშ დოლარი|აშშ დოლარს]] შეადგენდა ([[2007|2007 წლის]] დოლარის კურსით) და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან აისრულა.
 
ჯონ როკფელერი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მისი მამა უილიამ ავერი როკფელერი, რომელიც ცნობილი იყო ზედმეტსახელით „დიდი ბილი“, ყველაზე მეტ დროს იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეოდა სამუშაოს. დედამისი ელიზა კი, როგორც [[ბაპტისტური ეკლესია|ბაპტისტური ეკლესიის]] წარმომადგენელი, შვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა რწმენასა და შრომის სურვილს. როკფელერმა მოღვაწეობა უბრალო ბუღალტრის რანგში დაიწყო, შემდგომში საბითუმო ვაჭრობის მცირე ბიზნესი წამოიწყო და ბოლოს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის [[Standard Oil]]-ის დამფუძნებელი გახდა. მისი კომპანია კი ისტორიაში შევიდა, როგორც [[აშშ]]-ის ყველაზე მასშტაბური მონოპოლია. Standard Oil-ს ამერიკის [[ნავთობი]]ს ბაზრის 90% ეკავა. [[1911|1911 წელს]] შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის შემოღების შედეგად Standard Oil 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო, თითოეულის საკონტროლო პაკეტი კი სწორედ როკფელერს ეკუთვნოდა. Standard Oil-ის გაყოფამ ამ უკანასკნელის პირადი კაპიტალი ორჯერ გაზარდა. აღსანიშნავია, რომ დაწყებული პირველი სამუშაო ადგილიდან როკფელერი საკუთარი შემოსავლის 10%-ს მუდმივად ეკლესიას სწირავდა. ამას გარდა, იგი აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და ისტორიას შემორჩა, როგორ ერთ-ერთი ყველაზე დიდი [[ფილანთროპი]]. როკფელერის საქველმოქმედო ფონდი ამ დრომდე აგრძელებს ფუნქციონირებას.
ხაზი 14:
 
{{Link GA|en}}
{{Link GA|no}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_როკფელერი“-დან